თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმდებიან.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" 6 თვეა, რაც მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა - ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე "ბირკა".

ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.

"ტატუ, ჩიპი ან საჭდე
- იდენტიფიცირების ამ საშუალებებიდან არჩევანი მეპატრონემ თავად უნდა გააკეთოს, განსხვავებულია მათი ღირებულებაც. იდენტიფიცირება ღირს, როგორც
10 ლარი, ასევე 40 ლარი და მომხმარებელს თავად შეუძლია აარჩიოს, სად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველის იდენტიფიცირება", - აცხადაბენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, იდენტიფიცირების შემდეგ პატრონი იღებს სარეგისტრაციო მოწმობას, რაც უფასოა. აღების შემდეგ ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში.

"იდენტიფიცირება მხოლოდ ერთხელ, რეგისტაციის გავლა კი 12 თვეში ერთხელ ხდება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოხდეს გადამოწმება ცოცხალია თუ არა ცხოველი და ა.შ. განმეორებით საკონტროლო რეგისტრაციაც უფასოა"- აცხადებენ სააგენტოში.
ერთ თვემდე ლეკვი იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება. ერთ თვეზე დიდი ლეკვის ყოლის შემთხვევაში, პატრონს ერთი თვის ვადა აქვს იდენტიფიცირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ პირი მოვლა-პატრონობის წესს დაარღვევს, მაშინ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლის მიხედვით, მინიმალური ხელფასის 1/5-ით დაჯარიმდება.

ანტონი
ასე რომ ახმაურდნენ ვადის გასვლის შემდეგ,ხომ შეიძლებოდა რამოდენიმე ხნით ადრე კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინათ მოსახლეობა. ამათ რომ ჰკითხო ხალხზე ზრუნავენ ვითომ.
თინათინ ჭავჭანძე
ეს ფოტო იმ აქციიდან ხომ არაა,საკრებულოსთან მოქალაქეები ზუსტად ამ წესს რომ აპროტესტებდნენ?
მანჩო
მორიგი სისულელე! სჯობია წარმოებები გახსნან, ხალხი დაასაქმონ და ბიუჯეტიც აქედან შევსონ, და არა საჯარიმო სანქციებით! ხალხზე როგორ "ზრუნავს" ხელისუფლება კარგად ჩანს დიდი ხანია, ეხლა კი ცხოველები გახადეს მიზეზი ხალხის დასასჯელად! რა გინდათ, ადამიანებმა უარი უნდა თქვან თავიანთ ოთხფეხა მეგობრებზე? გააუქმეთ ეს სულელური წესი!!!
zuba
კეკელიძეზე ხიდამდე ორი კლინიკაა ერთგან 40 მეორესთან 60 ლარი ღირს
maia
აღმაშენებლის-115.16 ლარი.მე 30ლარიანი გაუკეტე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?