თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმდებიან.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" 6 თვეა, რაც მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა - ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე "ბირკა".

ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.

"ტატუ, ჩიპი ან საჭდე
- იდენტიფიცირების ამ საშუალებებიდან არჩევანი მეპატრონემ თავად უნდა გააკეთოს, განსხვავებულია მათი ღირებულებაც. იდენტიფიცირება ღირს, როგორც
10 ლარი, ასევე 40 ლარი და მომხმარებელს თავად შეუძლია აარჩიოს, სად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველის იდენტიფიცირება", - აცხადაბენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, იდენტიფიცირების შემდეგ პატრონი იღებს სარეგისტრაციო მოწმობას, რაც უფასოა. აღების შემდეგ ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში.

"იდენტიფიცირება მხოლოდ ერთხელ, რეგისტაციის გავლა კი 12 თვეში ერთხელ ხდება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოხდეს გადამოწმება ცოცხალია თუ არა ცხოველი და ა.შ. განმეორებით საკონტროლო რეგისტრაციაც უფასოა"- აცხადებენ სააგენტოში.
ერთ თვემდე ლეკვი იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება. ერთ თვეზე დიდი ლეკვის ყოლის შემთხვევაში, პატრონს ერთი თვის ვადა აქვს იდენტიფიცირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ პირი მოვლა-პატრონობის წესს დაარღვევს, მაშინ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლის მიხედვით, მინიმალური ხელფასის 1/5-ით დაჯარიმდება.

რუსკა
10 ლარი არსად არ ღირს :)
maia
SOS!!! მეგობრებო, ეს წუთია თავშესაფრის ტელეფონზე ზარი შემოვიდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარედან. მოქალაქე გურამ ქურდაძე შეშფოთებული ხმით ითხოვდა დახმრებას თავშესაფრის მეპატრონისგან: ,,ბატონო თამაზ, ჩვენს სოფელში ჩინელებს გაყავთ სარკინიგზო გვირაბი. აქ მათი დასახლებაა. მე მათთან მუშახელად ვმუშაობ და მანდვე გამომიყვეს საცხოვრებელი, სადაც მიკედლებული მყავდა ერთი ძაღლი. მასზე ვზრუნავდი და შვილით მიყვარდა. დღეს კი ვერსად დავინახე. ბევრი ძებნის შემდეგ მითხრეს, ჩინელებმა დაკლეს და ახლა სადილად მის ხორცს მიირთმევენო. სიბრაზისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. მათთან რომ შევსულიყავი, მკვლელობას ჩავიდენდი. დავრეკე საპატრულო პოლიციაში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მოსულან. თქვენი ნომერი გამახსენდა, იქნებ მიშველოს რამით-თქო. თქვენი იმედი მაქვს, ბატონო თამაზ! ისეთი დაუნდობელი ხალხია, დღეს ძაღლის ხორცს ჭამენ, ხვალ შესაძლოა ადამიანების ჭამაც დაიწყონ. თანამშრომლებს საშინლად გვექცევიან. ერთ-ერთი მათგანს, რაღაც რომ არ მოეწონა, ჩვენს თანამშრომელს ალმატურით გამოუვარდა და სიკვდილით ემუქრებოდა. იქნებ რამით შეძლოთ ჩვენი დახმარება". ცხადია, მშვიდად ვერ შეხვდებოდა ამ ფაქტს ცხოველთა დამცველი. მაშინვე გადარეკა საპატრულოში. სიტუაცია რომ აუხსნა ოპერატორს, მან ჯერ დალოდება სთხოვა, შემდეგ კი დააიმედა, რომ შემთხვევის ადგილას გაუშვებდა ეკიპაჟს. მან ოპერატორს უთხრა: სასწრაფოდ გაგზავნეთ თქვენი თანამშრომლები, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჩავალ სოფელ ზვარეშიო... შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის მეპატრონის ზარი მესამე იყო. ხოლო პირველად 112-ის ნომერი 2 საათის წინ აკრიბა ბატონმა გურამმა. ამ დრომდე კი არავინ მისულა შემთხვევის ადგილას. მოვუწოდებთ მთელ საქართველოს!!! თითოეულმა თქვენგანმა დარეკოს 112-ში, რათა საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სოფელ ზვარეში და მიიღოს შესაბამისი ზომები! ასევე მივმართავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ ისიც ჩაერთოს ამ ამბავში! 112 Georgia/112 საქართველო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი-Municipality of Kharagauli
nana
ეს ინფორმაცია დიდი ხანია გამოქვეყნებულია, მე მაინტერესებს ან ვინ უნდა გააკონტროლოს,ან ვინ დააჯარიმებს და ჯარიმა რამდენი იქნება. საერთოდ ქუჩის დაბინძურებისთვისაც თუ შემოიღებან ჯარიმას კარგი იქნება. მაგრამ შემოღებული კანონი, თუ წესი ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს, თორემ წერე და იკითხე გამოვა. მეც მყავს ძაღლი და ნაგავი ქუჩაში არასოდეს დამიტოვებია.
maia
მათივე ინფორმაციით, იდენტიფიცირების შემდეგ პატრონი იღებს სარეგისტრაციო მოწმობას, რაც უფასოა. აღების შემდეგ ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში. სად არის ბაზა?როგორ ვნახოთ? მე გაუკეთე ყველაფერი.და მითხრეს რომ მომივა ელ.ფოსტიტ.აბა სადაა...
maia
Тбилисцев обяжут зарегистрировать своих домашних питомцев (17 Сен в 22:46 Вестник Кавказа) Жители Тбилиси, содержащие у себя домашних животных, обязаны будут пройти процедуру регистрации своих питомцев Владельцы кошек и собак на территории Тбилиси должны своевременно зарегистрировать животных, сообщила председатель комиссии охраны окружающей среды сакребуло Тбилиси Шорена Бухрашвили. "С 8 октября будет производиться бесплатная регистрация животных на дому. Граждане должны позвонить на 112, и сотрудники соответствующей службы явятся по указанному адресу и зарегистрируют животных. При регистрации производится лишь оформление документа, а что касается чипов и клейма, это зависит от желания владельцев. Регистрацию будут проводить не только агентство, но 27 частных субъектов, в том числе клиники, кинологические и фелинологические организации. Хочу призвать владельцев кошек и собак обязательно принять участие в акции регистрации, поскольку она обязательна", - цитирует ее Грузия Online. В случае, если животное не будет своевременно зарегистрировано, его владельцу грозит денежный штраф.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?