თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმდებიან.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" 6 თვეა, რაც მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა - ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე "ბირკა".

ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.

"ტატუ, ჩიპი ან საჭდე
- იდენტიფიცირების ამ საშუალებებიდან არჩევანი მეპატრონემ თავად უნდა გააკეთოს, განსხვავებულია მათი ღირებულებაც. იდენტიფიცირება ღირს, როგორც
10 ლარი, ასევე 40 ლარი და მომხმარებელს თავად შეუძლია აარჩიოს, სად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველის იდენტიფიცირება", - აცხადაბენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, იდენტიფიცირების შემდეგ პატრონი იღებს სარეგისტრაციო მოწმობას, რაც უფასოა. აღების შემდეგ ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში.

"იდენტიფიცირება მხოლოდ ერთხელ, რეგისტაციის გავლა კი 12 თვეში ერთხელ ხდება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოხდეს გადამოწმება ცოცხალია თუ არა ცხოველი და ა.შ. განმეორებით საკონტროლო რეგისტრაციაც უფასოა"- აცხადებენ სააგენტოში.
ერთ თვემდე ლეკვი იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება. ერთ თვეზე დიდი ლეკვის ყოლის შემთხვევაში, პატრონს ერთი თვის ვადა აქვს იდენტიფიცირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ პირი მოვლა-პატრონობის წესს დაარღვევს, მაშინ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლის მიხედვით, მინიმალური ხელფასის 1/5-ით დაჯარიმდება.

SOPO
პირველად მესმის ეს,ახა როგორ უნდა მოვიქცეთ?
სემი
სიბრძნეებს რომ აფრქვევთ აქ ზოგიერთი, რეგისტრაციის მოწინააღმდეგეები, ერთი წამით დაფიქრდით რამდენ ცხოველს დაეხმარება მაიდენტიფიცირებელი ბაზის ქონა,თუნდაც დაკარგვის შემთხვევაში, ასევე ინფორმაცია იქნება შენახული ჩატარებული მკურნალობის და გადატანილი დაავადებების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ძაღლი დააზიანებს ადამიანს ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება იდენტიფიკაციის შესაძლებლობით, და კიდევ ბევრს ვერ ჩამოთვლის კაცი. თუ შინაური ცხოველი გყავს კეთილი ინებეთ და დაარეგისტრირეთ მაგის 60 ლარი არავის უჭირს
ძაღლუნია
ღმერთო, როგორ მეზიზღება ეს უსუსური, სასაცილო ხელისუფლება!
TuTa
ათას სისულელეზე საუბრობენ ტელევიზიით და ამის გაჟღერება გაუძნელდათ? თუ ახალი მიზეზი მოიგონეს ბიუჯეთის შესავსებად? ვინმემ თუ მოისმინა რომ 8 აპრილს შევიდა ძალაში ეს კანონი და 6 თვე გვქონდა დასარეგისტრირებლად? ან რას ნიშნავს ვეტკლინიკებში ფასი სხვადასხვაა?სახელმწიფომ შემოიღო კანონი და ფასს ვეტკლინიკები ადებენ?
lali
ეზოებს რომ აბინძურებენ,იმაზე ვინ უნდა გადაიხადოს ჯარიმააააააა?,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?