თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი არ დაურეგისტრირებიათ, დაჯარიმდებიან.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" 6 თვეა, რაც მოქმედებს. საკრებულომ აღნიშნული კანონი 6 აპრილს მიიღო და 8 აპრილს შევიდა ძალაში. 8 აპრილიდან 6 თვის ვადაში ყველა შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებული იყო, რომ ცხოველი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურებზე გაეტარებინა - ჩიპირება, ტატუირება და საჭდე, იგივე "ბირკა".

ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, იდენტიფიცირება ხდება ცალკეულ ვეტკლინიკებში ან თავშესაფრებში, შესაბამისად ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არიან და ტარიფებსაც თვითონ ადგენენ.

"ტატუ, ჩიპი ან საჭდე
- იდენტიფიცირების ამ საშუალებებიდან არჩევანი მეპატრონემ თავად უნდა გააკეთოს, განსხვავებულია მათი ღირებულებაც. იდენტიფიცირება ღირს, როგორც
10 ლარი, ასევე 40 ლარი და მომხმარებელს თავად შეუძლია აარჩიოს, სად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველის იდენტიფიცირება", - აცხადაბენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, იდენტიფიცირების შემდეგ პატრონი იღებს სარეგისტრაციო მოწმობას, რაც უფასოა. აღების შემდეგ ცხოველს ენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში.

"იდენტიფიცირება მხოლოდ ერთხელ, რეგისტაციის გავლა კი 12 თვეში ერთხელ ხდება. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოხდეს გადამოწმება ცოცხალია თუ არა ცხოველი და ა.შ. განმეორებით საკონტროლო რეგისტრაციაც უფასოა"- აცხადებენ სააგენტოში.
ერთ თვემდე ლეკვი იდენტიფიცირებას არ ექვემდებარება. ერთ თვეზე დიდი ლეკვის ყოლის შემთხვევაში, პატრონს ერთი თვის ვადა აქვს იდენტიფიცირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ პირი მოვლა-პატრონობის წესს დაარღვევს, მაშინ ის სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლის მიხედვით, მინიმალური ხელფასის 1/5-ით დაჯარიმდება.

nino
სულ გადაირია ეს ხალხი ინფორმაციას ეხლა იგებენ და აგარ იცით რა საშვალებებით აკეთოთ ფული
ლიკო
მოსახლეობა იყო ინფორმირებული ამის შესახებ?
ნიკა
"მისი მონაცემები თავსდება ერთიან ბაზაში" - ეს ბაზა ონლაინ არის სადმე, რომ პირადი ნომერი შევიყვანოთ და ვნახოთ არის თუ არა ბაზაში?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?