სახლში დაბრუნებული ცხოველები
სახლში დაბრუნებული ცხოველები
ადამიანისა და მისი ბინადრის დამოკიდებულება, შესაძლოა იმდენად მყარი და ძლიერი იყოს, რომ ვერანაირმა ბარიერმა ვერ შეძლოს მათი დაშორება. როდესაც სახლში ცხოველი მოგვყავს, ის იმ დღიდან ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ოჯახის წევრი ხდება.

ხშირი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი საყვარელი ძაღლი ან კატა იკარგება, რასაც მოსიყვარულე პატრონი ძალიან განიცდის, თუმცა ცხოველის განცდები საყვარელ პატრონთან განშორების გამო, გაორმაგებულია.

დაკარგულმა ცხოველმა არ იცის როგორ გამოიყენოს რუკა ან სულაც ახალი ტექნოლოგიები, იმისათვის რომ ოჯახში დაბრუნდეს. მას მხოლოდ ის სიყვარული და გრძნობა გააჩნია, რაც სახლისკენ მიმავალ გზას უჩვენებს. ჩვენ მოგიყვებით
რამდენიმე ამბავს, თუ როგორ დაბრუნდნენ მოსიყვარულე ცხოველები თავიანთ სახლებში.

ბასტერი

Zooclub

ბასტერი დაიკარგა მაშინ, როდესაც ქალაქ
ქვინსს ქარიშხალი "სენდი" დაატყდა თავს. მას შეეშინდა საშინელი ხმაურის და სახლიდან გაიქცა. ძაღლი გარკვეული დროის შემდეგ დაიჭირეს და წაიყვანეს ცხოველთა თავშესაფარში. იმ დროს, როდესაც ბასტერს უპირებდნენ ევთანაზიის (სამუდამო დაძინება) გაკეთებას, თავშესაფრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით იცნო თავისი ნაცნობის ძაღლი და სასწრაფოდ შეატყობინა პატრონს. ასე გადაურჩა ბასტერი სიკვდილს და დაუბრუნდა თავის საყვარელ ოჯახს. 

ბაკი

Zooclub

ბაკი სამხრეთ კაროლინაში პატრონთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, პირადი პრობლემების გამო, ძაღლი პატრონმა მამამისთან  საცხოვრებლად, ვირჯინიაში დატოვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბაკი გაიპარა ვირჯინიიდან და ათასობით კილომეტრი გაიარა, რათა პატრონთან დაბრუნებულიყო. იგი გზაში შეხვდა ყვითელი ფერის ლაბრადორს, ვისთან ერთადაც კაროლინაში ძველ პატრონთან მივიდა.

ლედი

Zooclub

რიდგრაფის ოჯახი დასასვენებლად, მინესოტას ტყეების მახლობლად მდებარე კოტეჯებში, ძაღლთან ერთად წავიდა. მათი ძაღლი ყოველდღე 2-3 საათით ტყეში მიდიოდა, თამაშობდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. თუმცა, ერთ დღეს , როდესაც ლედი ტყეში წავიდა, უკან არ დაბრუნებულა. ტყეს ცეცხლი გაუჩნდა და ძაღლის ოჯახი იმ ადგილიდან იქნა ევაკუირებული, სადაც ისვენებდნენ. ოჯახი თავის ქალაქ დულუტში ორი კვირის დაბრუნებული იყო, როდესაც ჭუჭყიანი და დაღლილი ლედი სახლში შევიდა. ძაღლმა სახლამდე მისასვლელად 100 მლ გაიარა.

ჰოლი

Zooclub

როდესაც ცოლ-ქმარი ჯაკობი და ბონი დასასვენებლად წავიდნენ, კატა ჰოლი სახლში დატოვეს. შემთხვევით სახლს ხანძარი გაუჩნდა. ჰოლის შეეშინდა და სახლიდან გაიქცა. სახლში დაბრუნებული ოჯახი კატას დიდხანს ეძებდა, თუმცა ამაოდ. დაკარგვიდან ორი თვის შემდეგ, ბონი გარეთ გამოვიდა და თავისი საყვარელი კატა მეზობლის ეზოში დაინახა. "მე მივედი, ავიყვანე ჩემი ლამაზი ჰოლი და შევპირდი, რომ აღარასოდეს მივატოვებდი მას."- ამბობს კატის პატრონი.

ასევე იხილეთ:

5 საოცარი ისტორია ცხოველებზე

შინაური ბინადრები, რომელთა შესახებაც ბევრი რამ არ ვიცით

აშშ-ს საუკეთესო ქალაქები ძაღლების მფლობელთათვის

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?