error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/940339e2dabf2316b5aed7e1d9167b89.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
5 საოცარი ისტორია ცხოველებზე (ნაწილი I)
5 საოცარი ისტორია ცხოველებზე (ნაწილი I)
არაერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ განცდა, სიყვარული, ემოცია და ა.შ. თუმცა სინამდვილეში, მათ აქვთ უნარი გამოხატონ სხვადახვა ემოცია.

მეგობრობა, მზრუნველობა, ერთგულება - ყოველივე ეს თვისება გააჩნია თითოეულ ცხოველს და ეს არაერთხელ უჩვენებიათ თავისი საქციელით.

უამრავ ამბებს შორის ჩვენ შევარჩიეთ 5 ისტორია, რომელიც მათ გონიერებასა და ერთგულებას ასახავს:

სპილოები ჯენი და შერლი ცირკში მიიყვანეს ერთი და იმავე დროს. ჯენი იმ დროს ძალიან პატარა იყო, ხოლო შერლი უკვე 20 წლის. ამის მერე მათი გზები გაიყო და მხოლოდ 25 წლის შემდეგ
შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, სპილოების თავშესაფარში.
"ჯენი თავიდანვე განსხვავებულად იქცეოდა, ის ცდილობდა შერლის გალიასთან მიახლოებას და
ძალიან ნერვიულობდა. შერლიც მთელი ძალით ყვიროდა, რათა ჯენის მიახლოებოდა. ჩვენ აქამდე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია." - იხსენებს თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

ორანგუტანგი როსკო პატარაობაში დაობლდა. მას დეპრესია ჰქონდა, სიცოცხლის ხალისი ბოლომდე დაკარგა და საკვებზეც უარს აბობდა. საბედნიეროდ თავშესაფარში მიიყვანეს ძაღლი, რომელიც როსკოს საუკეთესო მეგობარი გახდა. ისინი განუყრელად ყოველთვის ერთად არიან. მაიმუნს ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა და ის ბედნიერად გრძნობს თავს.

Zooclub

როდესაც იანგ იუნი წყალქვეშა დაივინგში ვარჯიშობდა, ფეხი დაუზიანდა და ვერ ახერხებდა ზედაპირზე ასვლას. გოგონა თეთრმა ვეშაპმა გადაარჩინა, რომელიც იანგს დაეხმარა წყლის ზედაპირზე ასვლაში.

Zooclub

"მხნედ იყავი, მე შენ მიყვარხარ," - ეს სიტყვები უთხრა თუთიყუშმა თავის საყვარელ პატრონს, როდესაც ფრინველი კვდებოდა.

Zooclub

ადრე ძაღლი ტომი ეკლესიაში დადიოდა თავის პატრონთან ერთად, ხოლო როდესაც ტომის პატრონი დაიღუპა, ტომი მარტო განაგრძობდა ტაძარში სიარულს და მოწყენილი უსმენდა ლოცვებს. ძაღლს არ შეუძლია შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება, თუმცა თქვენ მისთვის მთელი სამყარო ხართ. 

Zooclub

ნაწილი II

პასუხი
ლევან, დაივინგი წყალქვეშა ცურვაა. დაგუგლე .
ლევანი
დაივინგი რა არის? შეუძლია ამ სტატიის ,,მთარგმნელმა" მითხრას?
mariami
მომიტევეთ, მაგრამ ხშირად ცხოველი უფრო მეტ ინტელექტს ავლენს, ვიდრე ადამიანი და სიყვარულში უღალატონი არიან. თავდახრილი ცუგრა ეკლესიაში-ამ სურათმა მარტლაც ცრემლი მომგვარა.
დალი ფხაკაძე
ამ სურათმა სული შემიძრა, ცრემლი ვერ შევიკავე,შეხედეთ მის ნაღვლიან სახეს და მიხვდებით რომ ძაღლებსაც აქვს გრძნობები და განცდები და უფრო მეტი ვიდრე ადამიანებს.
natela
ცხოველებმა იციან ყველაზე დიდი მეგობრობა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?