5 საოცარი ისტორია ცხოველებზე (ნაწილი II)
5 საოცარი ისტორია ცხოველებზე (ნაწილი II)
კიდევ რამდენიმე ისტორია ცხოველების შესახებ, რომლებიც მათ გმირობასა და თავდადებაზე მეტყველებს.
ნაწილი I

ისინი იცავენ ადამიანებს, თავის პატრონებსა და მეგობრებს. დედობას უწევენ სხვა ცხოველებს. მართლაც, რომ დასაფასებელია უამრავი მათგანის საქციელი და თანადგომა.

შემდეგი 5 ისტორიაც სწორედ მათ ერთგულებასა და თავდადებას ასახავს:

2011 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძროხებს შეუძლიათ მეგობრობა და ასევე ძალიან განიცდიან მეგობართან განშორებას.

Zooclub

როდესაც ცხოველთა დამცველი ლოურენს ენტონი გარდაიცვალა, სამხრეთ აფრიკული სპილოების დიდი ჯგუფი შეიკრიბა და 12 საათი იარეს, რათა მის სახლთან მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილისთვის. ოდესღაც
ენტონიმ ეს სპილოები სიკვდილისგან იხსნა.

Zooclub

ლაბრადორმა ლიშამ 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ცხოველი გამოკვება, რომლებიც დედის
გარეშე იყვენენ დარჩენილები და მათ რძე სჭირდებოდათ. ძაღლი შემდეგაც აგრძელებდა პატარა ცხოველებზე ზრუნვას და ასწავლიდა მათ თვითგადარჩენას ამ სამყაროში.

Zooclub

ბავშვები თამშობდნენ ჯეკ რასელ ტერიერ ჯორჯთან, როდესაც მათ თავს დაესხათ რამდენიმე პიტბულის ჯიშის ძაღლი. ჯორჯი შეეცადა ბავშვების დაცვას და ეს პატარა ძაღლი თავდაუზოგავად ბრძოლობდა აგრესიულ ძაღლებთან. ძაღლმა არაერთი სასიკვდილო ტრამვები მიიღო, თუმცა თავისი გმირული საქციელით 5 ბავშვი გადაარჩინა. ჯორჯი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოეს.

Zooclub

ძაღლებმა სოლტმა და როზელმა, რომლებიც უსინათლო ადამიანებს ეხმარებიან, გამოიყვანეს თავისი პატრონები მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან 11 სექტემბერს და ასე იხსნეს ისინი დაღუპვას. (2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მოხდა მასშტაბური ტერაქტი, შენობა მთლიანად დაინგრა და ათასობით ადამიანი დაიღუპა).

Zooclub

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?