მინიატურული გოჭი თავშესაფრის ბინადარ ძაღლს დაუმეგობრდა (სახალისო ვიდეო)
თავშესაფარში მცხოვრებმა ძაღლმა შეიძინა უჩვეულო მეგობარი - მინიატურული გოჭი. ცხოველები შეხვედრის დღიდან დამეგობრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში კიდევ რამდენიმე ძაღლი და გოჭი ცხოვრობს, ეს ორი ბინადარი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს და ყოველთვის ერთად არიან.

ვირჯინიის შტატში მცხოვრებ ჯეისი ქუშს აქვს ცხოველების პატარა თავშესაფარი, სადაც ხუთი ძაღლი და ოთხი გოჭი ბინადრობს. მათ შორის არიან გოჭი ფრენსისი და ძაღლი კარმა.

ჯეისის თქმით, ოთხფეხა ბინადრები მთელ დღეს ერთად ატარებენ, თამაშობენ, მიირთმევენ საკვებს და ერთად სძინავთ.

მომვლელმა კარმასა და ფრენსისის თამაში ვიდეოზე გადაიღო და სოციალურ
ქსელში გაავრცელა. კადრების ხილვის შემდეგ, ცხოველებს არა ერთი თაყვანისმცემელი გამოუჩნდათ, მათ შორის პოტენციური პატრონებიც, რომლებმაც
სურვილი გამოთქვეს, განუყრელი მეგობრები ერთად აიყვანონ და მათზე იზრუნონ.

ასევე იხილეთ:

"გაილახები!"- ბათუმელი თუთიყუში "პატრიკა" ძაღლს ეჩხუბება

ლეკვი, უსინათლო რეტრივერისთვის, არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი, არამედ მისი დამხმარეც გახდა

კაჭკაჭისა და კატის მეგობრობის საოცარი ისტორია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?