კაჭკაჭისა და კატის მეგობრობის საოცარი ისტორია (ემოციური ვიდეო)
ცხოველთა მოყვარულებისთვის სხვადასხვა სახეობის ცხოველის მეგობრობა უცხო არაა. ინტერნეტ სივრცეში ათასობით ვიდეო თუ ფოტო მასალა არსებობს, თუ როგორი თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ არსებებს. ეს კიდევ ერთი მეგობრობის ამბავია, რომლის მთავარი გმირებიც კაჭკაჭი, სახელად სვუპი და კატა, სახელად მაუგლია.

ოკლენდში (ახალი ზელანდია) მცხოვრებმა 32 წლის მეთ ოვენმა ოთხი თვის წინ გზაზე დაშავებული კაჭკაჭი იპოვა და სახლში წაიყვანა. მეთი რამდენიმე კვირა მკურნალობდა ფრინველს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ კაჭკაჭმა გაფრენას მასთან დარჩენა არჩია.

ბიჭს სახლში შავი კატა, სახელად მაუგლი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ კატებს
ფრინველებზე ნადირობა მოსწონთ, ეს ორი არსება განუყრელი მეგობრები გახდნენ.

კაჭკაჭს სრული თავისუფლება აქვს, თუმცა, ის
თავისი ახალი ოჯახის დატოვებას არ ფიქრობს. ფრინველი თავის მეგობართან ერთად მზეზე ნებივრობს, მასთან ერთად მიირთმევს საკვებს და ქალაქში გასულ პატრონს თან მიჰყვება.

Zooclub

პატრონი აღნიშნავს, რომ კატა მოთმინებას კარგავს, როდესაც სვუპი მის კუდს დასდევს და ცდილობს, მას დაემალოს, თუმცა, დიდხანს მეგობრის გარეშე ვერ ძლებს.

მეთი იმედოვნებს, რომ ფრინველს, დროთა განმავლობაში, ველური ქცევები განუვითარდება და თავის მოძმეებთან ბუნებაში დაბრუნდება, ამიტომ სვუპს სრული თავისუფლება აქვს.

Zooclub

"როდესაც სვუპი დაშავებული ვიპოვე, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში გალიაში მყავდა, სანამ გამოჯანმრთელდებოდა. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ის ბუნებაში იცხოვრებს, როგორც სხვა კაჭკაჭები, მაგრამ თუ თავად მოესურვება, შეუძლია, ნებისმიერ დროს გვესტუმროს", - ამბობს ფრინველის პატრონი.

როგორც ჩანს, სვუპი პატრონის მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან მას ძალიან მოსწონს სახლში ყოფნა, ჩახუტება და დილის ხუთ საათზე მეთის გაღვიძება, საკვების მოთხოვნის მიზნით.

Zooclub

"მან ჩემს ცხოვრებაში ხალისი შემოიტანა და იმ დროს მოევლინა, როდესაც მე ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა", - ამბობს მეთი.

ასევე იხილეთ:

ტყეში მცხოვრები ირემი ყოველდღე მეგობრებთან შესახვედრად მინდორში გამოდის

ობოლი სპილო ყოველდღე ეხუტება სირაქლემას... მან დედა დაკარგა, მაგრამ საუკეთესო მეგობარი იპოვა

კენგურუ, კატა და კაჭკაჭი დივანზე ერთად ნებივრობენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?