უსაყვარლესი პანდების "თოვლის თამაშები" (სახალისო ვიდეო)
Foping Panda Valley-ის (ჩინეთი) ნაკრძალის ზედამხედველმა ორი უსაყვარლესი პანდას თამაში ვიდეოზე გადაიღო. მდედრები სიაო სინი და ლულუ პირველი თოვლით სიამოვნებას იღებენ.

პანდები თოვლში დარბოდნენ, მდელოზე გორაობდნენ და ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. გარკვეულ მომენტში ლულუმ სიაოს ცხვირზე კბენაც დააპირა. 

Zooclub

უსაყვარლეს მეგობრებს ორი წელი შეუსრულდათ. ტყვეობაში გამოყვანილი პანდები Foping Panda Valley-ის ნაკრძალში სამი კვირის წინ გადაიყვანეს და ისინი თავისუფლებით ტკბებიან. წარმატებული პროგრამის შემთხვევაში, მათ თავისუფლებაში გაუშვებენ. ნაკრძალის თანამშრომლები ცხოველებს ველურ ბუნებაში გასაშვებად ამზადებენ.

Zooclub

პანდა ზრდასრულ ასაკს 5 წლის ასაკში აღწევს.

პატარა პანდები დამოუკიდებლად  ხეზე აძრომას
7 თვის ასაკში იწყებენ.

ზრდასრული პანდა  1,2- 1,8 მ-მდე იზრდება და საშუალოდ 45 კგ-ს იწონის.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

გორილამ თავისი ახალდაბადებული ნაშიერი ხელში აიყვანა და ჩაკოცნა

დედა პანდამ თავისი შვილი ვაშლში გაცვალა

პანდას იმ დროს ჩაეძინა, როდესაც თავის მომვლელს დამალობანას ეთამაშებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?