ზოოპარკის თანამშრომლებს ღია ფერის ტანსაცმლის ტარება აეკრძალათ, რათა პანდებმა გამრავლება შეძლონ
ზოოპარკის თანამშრომლებს ღია ფერის ტანსაცმლის ტარება აეკრძალათ, რათა პანდებმა გამრავლება შეძლონ
ედინბურგის (შოტლანდია) ზოოპარკის ხელმძღვანელობამ თავიანთ თანამშრომლებს ღია ფერის სამოსის ტარება და ფოთლების საწმენდი აპარატის გამოყენება აუკრძალა, პანდების სამყოფელის სიახლოვეს.

საქმეს ის არის, რომ ამ ცხოველებს კონცენტრირების პრობლემა აქვთ და ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება მათ სასიყვარულო ურთიერთობას ხელი შეუშალოს.

გამოცემა Daily Mail -ის ცნობით, ედინბურგის ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ცხოველთა მომვლელებს აუკრძალა ხელის შეშლა პანდების "ინტიმური" ურთიერთობის პროცესში.  პანდები ტან-ტანი და იან გუანი ჩინეთიდან არენდით 2021 წლამდე წამოიყვანეს, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს შთამომავლობის გაჩენა. მდედრის ხელოვნურმა განაყოფიერებამ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო მამრი პანდა საერთოდ
არ არის დაინტერესებული "სასიყვარულო თამაშებით" თავის მეორე ნახევართან.

და აი, ახლა ზოოპარკში გადაწყვეტილია შეიქმნას იდეალური
"რომანტიული" გარემო- ყოველივე კი იმისთვის კეთდება, რათა პანდებმა გამრავლება შეძლონ.

Zooclub

"ცხოველები მგრძნობიარენი არიან ხმაურის, ვიბრაციის და ყოველივეს მიმართ, რაც მათ უჩვეულოდ ეჩვენებათ, მაგალითად, ღია ფერის ტანსაცმელზე,"- განაცხადა ზოოპარკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზოოლოგებს იმედი აქვთ, რომ ცხოველები საბოლოოდ დააფასებენ მომვლელების მზრუნველობას და უმოკლეს დროში პანდას ნაშიერი დაიბადება. წინააღმდეგ შემთხვევაში 2021 წელს,  ტან-ტანი და იან გუანი კვლავ ჩინეთში დაბრუნდებიან და ედინბურგის ზოოპარკი პანდების გარეშე დარჩება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?