პანდას იმ დროს ჩაეძინა, როდესაც თავის მომვლელს დამალობანას ეთამაშებოდა (+ვიდეო)
კადრებში მოხვდა სასაცილო მამრი პანდა, რომელიც თავის მომვლელთან დამალობანას თამაშობდა.

მამრი პანდა, სახელად შანგ ჰაო, საუჩაუს პროვინციაში (ჩინეთი), 2014 წელს პანდების გამრავლების ცენტრში დაიბადა. სასაცილო ცხოველი სათვალთვალო კამერამ იმ დროს დააფიქსირა, როდესაც მომვლელს დამალობანას ეთამაშებოდა.

შანგ ჰაო უზარმაზარი ქვის უკან დაიმალა და ელოდებოდა, სანამ მას იპოვიდნენ. მომვლელი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდა, რა დროსაც პანდას ძილი მოერია. დამალობანას თამაშისას ცხოველმა მცირე დროით ძილიც მოასწრო.

Zooclub

შანგ ჰაომ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩენდუს პანდების გამრავლების ცენტრში გაატარა, სადაც სხვა პანდას - ჩენცზუს დაუმეგობრდა.
2016 წელს საუკეთესო მეგობრები ჰანჯოუს ზოოპარკში ერთად გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ცხოველები კვლავ გამრავლების
ცენტრში დააბრუნეს. მათი დაბრუნების აღსანიშნავად, მომვლელებმა წვეულება მოაწყვეს.

გასული წლის მარტში შანგ ჰაომ თავისი მეგობრის სიცოცხლეც გადაარჩინა. ჩენცზუ საკვების მონელების პრობლემების გამო ავად გახდა - ის 10 დღის განმავლობაში საკვებს ვერ ამუშავებდა. ვეტერინარებმა ცხოველს შანგ ჰაოს სისხლი გადაუსხეს, რის შემდეგაც პანდას მდგომარეობა გაუმჯობესდა.

Zooclub

ისინი შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთად ბინადრობენ, ამიტომ მთელ დროს ერთად ატარებენ. მომვლელები აღნიშნავენ, რომ შანგ ჰაო და ჩენცზუნი საუკეთესო მეგობრები არიან, ეს კი პანდებისთვის იშვიათობას წარმოადგენს.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

პატარა პანდას სასაცილო ქცევებმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო

როდესაც გოგონამ ახალი სამსახური დაიწყო, ვერ წარმოიდგენდა რისი ატანა მოუწევდ

დედა პანდამ თავისი შვილი ვაშლში გაცვალა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?