დედა პანდამ თავისი შვილი ვაშლში გაცვალა (სახალისო ვიდეო)
ჩინეთში მდებარე პანდების რეაბილიტაციის ცენტრში კურიოზული შემთხვევა ვიდეოზე გადაიღეს: დედა პანდას, რომელიც თავის ნაშიერზე თითქოსდა მზრუნველობდა, მომვლელი მიუახლოვდა და ვაშლი შესთავაზა. ცხოველის "მოსყიდვა" მარტივი აღმოჩნდა - მან ხილი აიღო და ჭამა დაიწყო ისე, რომ შვილი არც კი გახსენებია.

მომვლელმა მარტივად გამოიყვანა პატარა არსება გალიიდან და პროცედურაზე წაიყვანა. დედა პანდა კი მშვიდად განაგრძობდა ვაშლის დაგემოვნებას.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდები თავისი ნაშიერების მიმართ დიდი მზრუნველობით არ გამოირჩევიან, ამიტომ ახალშობილს გარკვეული დროის განმავლობაში მომვლელები ზრდიან. ამ პერიოდში დედებს მინიმალური შეხება აქვთ თავიანთ შვილებთან, რათა პატარებს
მოუქნელი ჩვევებითა და უყურადღებობით ზიანი არ მიაყენონ.

ასევე იხილეთ:

პანდა 2 თვის შვილზე მზრუნველობს და
გულში იხუტებს


ზოოპარკის თანამშრომლებს ღია ფერის ტანსაცმლის ტარება აეკრძალათ, რათა პანდებმა გამრავლება შეძლონ

დედა პანდა თავის ნაშიერს უცნაურად ეთამაშება
კ ო მ ბ ლ ე
ჯემალას ნათელა არ არი ესა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?