ისინი გაცილებით საშიშნი არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: ბავშვი პანდების სამყოფელში ჩავარდა (ემოციური ვიდეო)
ჩინეთის ქალაქ ჩენდუს პანდების კვლევით ცენტრში პატარა გოგონა შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გადაძვრა და პანდების სამყოფელში ჩავარდა. ინციდენტის ამსახველი კადრები YouTube-ის ერთ-ერთ არხზე გამოჩნდა.

ნაკრძალის დაცვის თანამშრომელი შეეცადა, გოგონა ბამბუკის ჯოხით ამოეყვანა, თუმცა, ბავშვის სამყოფელიდან დახსნა ვერ ხერხდებოდა. ამ დროს კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან ცხოველები მას. საბოლოოდ, დაცვის თანამშრომელმა ხელის მიწვდენა შეძლო და გოგონა სამშვიდობოს ამოიყვანა.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდები საკმაოდ მშვიდად იქცეოდნენ და მოვლენების განვითარებას შორიახლოს აკვირდებოდნენ, თუმცა, გოგონას მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ.

ნაკრძალის ხელმძღვანელობამ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ პანდა დიდი მტაცებელი ცხოველების რიგს
მიეკუთვნება, ამიტომ ის პოტენციურად საშიშია.

ასევე იხილეთ:

ციხიდან გაქცევა: პატარა პანდების გაპარვის ყველაზე საყვარელი გეგმა

პატარა
პანდას სასაცილო ქცევებმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო


ზოოპარკის თანამშრომლებს ღია ფერის ტანსაცმლის ტარება აეკრძალათ, რათა პანდებმა გამრავლება შეძლონ
ლესტამბერი
ბავშვია თუ ტანკი, ძვრა ვერ უყვეს:D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?