გორილამ თავისი ახალდაბადებული ნაშიერი ხელში აიყვანა და ჩაკოცნა (+ვიდეო)
ვაშინგტონის ზოოლოგიური პარკის თანამშრომლები დიდი სიხარულით შეხვდნენ პატარა გორილას დაბადებას. გასულ კვირას, 16 წლის კალაიმ, რომელიც დასავლეთის დაბლობის გორილას სახეობას მიეკუთვნება, პირველი შვილი გააჩინა. ახალგაზრდა დედამ ახალშობილი მოკი ხელში აიყვანა და ჩაკოცნა. ზოოპარკის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, გადაეღოთ ემოციური წუთები - დედა გორილას დამოკიდებულება ახალშობილთან.

გასულ წელს კალაის შეურჩიეს პარტნიორი - 26 წლის მამრი ბარაკა. წყვილის შექმნისთვის ნაციონალური ზოოლოგიური პარკის სპეციალისტებმა იხელმძღვანელეს საერთაშორისო  "გორილების მონაცემთა ბაზით", რადგან აუცილებელი იყო მომავალი დედ-მამის გენეტიკური თავსებადობის შესწავლა.

ასევე იხილეთ: 

პატარა ცხოველები, რომლებიც სამყაროს ეცნობიან

დედა
პანდას პირველი შეხვედრა საკუთარ შვილთან


უზარმაზარმა ვირთხამ პატრონს ხელში კბილები ჩაავლო, რათა თავისი ახალშობილის გასაცნობად
მიეყვანა



anita
დარვინი არ ცდებოდა :))))
moqalaqe
მაგარია
ზურა
რა სიმბოლური სახელი ჰქონია ჩვილის მამას ;)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?