მყვინთავმა რვაფეხა დაითანხმა, პლასტმასის ჭიქიდან გამოსულიყო და ნიჟარაში შემძვრალიყო (ემოციური ვიდეო)
ოკეანეში დღითიდღე მეტი ნარჩენი ხვდება. ადამიანების ნაწილი ცდილობს ამის გამოსწორებას - ზოგიერთი მათგანი ძალებს არ ზოგავს, რათა წყლის დაბინძურების წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღოს.

სპეციალისტების შეფასებით, ოკეანეში ნარჩენების რაოდენობა მილიონებს ითვლის და მათ შორის 260 ათასი ტონა პლასტმასია. სხვადასხვა სახის პლასტმასი და საღებავი არა მხოლოდ აბინძურებს წყალს, არამედ ეს იმ ცხოველების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რომლებიც ყლაპავენ ამ წყალს ან მასში იჭედებიან.

Zooclub

მოცემული ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოკეანის ბინადრების სიცოცხლე.

პალი სიგურდსონი და სხვა მყვინთავები ოკეანის სიღრმეში შეხვდნენ პატარა რვაფეხას, რომელიც პლასტმასის
ჭიქაში იმალებოდა. მყვინთავებმა პატარა არსება დაარწმუნეს, შეეცვალა "სახლი" - პლასტიკური ჭიქა ნიჟარით. არ გჯერათ? მათ
გაავრცელეს ვიდეო, რომელიც ნათლად გადმოსცემს ამ ისტორიას.

პალის თქმით, მას ძალიან მოსწონს წყლის ბინადრების ვიდეოზე გადაღება.

"იმ დღეს, ეს ჩვენი მესამე ჩაყვინთვა იყო . ყველა დაღლილები ვიყავით, მაგრამ მოულოდნელად მეგობარმა ხელით მანიშნა, რომ რვაფეხა იპოვა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა", - ამბობს პალი.

მყვინთავებს არაერთხელ უნახავთ, თუ როგორ აკეთებენ  ნარჩენების დახმარებით რვაფეხები სახლებს. ისინი ჭკვიანი ცხოველები არიან და გარემოს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, მაგრამ ეს რვაფეხა ვერ ხვდებოდა, რომ მისი თავშესაფარი არასაიმედო და საშიში იყო.

პლასტიკური ჭიქა ოკეანეში სასიკვდილო განაჩენი იყო ამ პატარა არსებისთვის.

სიგურდსონმა  და სხვა მყვინთავებმა იმდენად დიდი დრო დაუთმეს რვაფეხას დახმარებას, რომ მთავარი დაავიწყდათ - მათ თითქმის აღარ დარჩათ ჟანგბადი, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება შეძლეს - მყვინთავებმა ცხოველი "საცხოვრებლის" შეცვლაში დაარწმუნეს.

მათ რვაფეხას რამდენიმე ნიჟარა შესთავაზეს. წყლის ბინადარმა ერთ-ერთი მათგანი შეარჩია და მასში სამალავი მოაწყო.

Zooclub

რატომ არის საშიში წყლის ცხოველებისთვის პლასტმასის ნივთები?

პირველ რიგში, ის გამჭვირვალეა და  მტაცებელს რვაფეხას დანახვა და მისი გადაყლაპვა მარტივად შეუძლია. მეორე - საშიშია იმ წყლის ბინადრისთვის, რომელიც მას გადაყლაპავს, რადგან მის კუჭში რვაფეხას გარდა პლასტიკური ნივთიც მოხვდება. შედეგად, წყლის მტაცებელიც მოკვდება ან დასუსტდება ისე, რომ დიდი მტაცებელი მის მონადირებას მარტივად შეძლებს.

ოკეანეს დაბინძურების ძირითადი წყარო პლასტმასია. ადამიანების უმეტესობა ზრუნავს მხოლოდ სანაპიროს სისუფთავეზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა ხდება ოკეანეს სიღრმეში. ყველა ადამიანს შესწევს უნარი იმისა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

საჰაერო ბუშტი, რომელსაც ადამიანები ცაში უშვებენ, ასობით სულიერ არსებას კლავს

9 ცხოველი, რომლებსაც ზოოპარკში ვერასოდეს ნახავთ

სპეციალისტებმა უიშვიათესი მოვლენა ვიდეოზე გადაიღეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?