9 ცხოველი, რომლებსაც ზოოპარკში ვერასოდეს ნახავთ
9 ცხოველი, რომლებსაც ზოოპარკში ვერასოდეს ნახავთ
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები შეეცადნენ ამ ცხოველების ზოოპარკებსა და აკვარიუმებში გამოკეტვას, ყოველი მცდელობა ცხოველის სწრაფი სიკვდილით დასრულდა, - წერს გამოცემა Reader's Daigest-ი.

ადამიანები ხშირად სტუმრობენ დიდ აკვარიუმებსა და ზოოპარკებს, რათა დააკვირდნენ სხვადასხვა სახეობის ცხოველს და თევზს, რომლებსაც ყოველდღიურად ვერასოდეს ვიხილავთ, თუმცა, 21-ე საუკუნეშიც კი, ზოგიერთი მათგანისთვის,  ჯერ კიდევ არ შეგვიძლია სასიცოცხლოდ საჭირო პირობების შექმნა.

იხილეთ იმ ცხოველების ჩამონათვალი, რომლებიც ტყვეობაში ვერ ცოცხლობენ:

თეთრი ზვიგენი

Zooclub

სპეციალისტები შეეცადნენ, ყველა საჭირო პირობა შეექმნათ თეთრი ზვიგენისთვის, რათა მას აკვარიუმში ეცხოვრა, მაგრამ მცდელობა ამაო აღმოჩნდა. 2016
წელს, იაპონიის აკვარიუმში თეთრმა ზვიგენმა სულ რაღაც სამი დღე იცოცხლა - მან საკვების მიღება უბრალოდ
შეწყვიტა.  ამ სახეობის ზვიგენის აკვარიუმში ცხოვრების ყველაზე დიდი დრო 198 დღეა.

არსებობს მოსაზრება, რომ დიდი თეთრი ზვიგენი და სხვა სახეობის თევზები მუდმივად მოძრაობაში არიან, რათა წყალი მათ ლაყუჩებში მოხვდეს, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი წყლის ცხოველი მოძრაობას შეწყვეტს, ის სუსტდება და სუნთქვა ურთულდება. თეთრი ზვიგენი მომთაბარე ცხოველია და მას, მოკლე დროში, წარმოუდგენლად შორ მანძილზე ცურვა შეუძლია. აკვარიუმებში წყლის მტაცებლებმა თავი დაიზიანეს და ვერ მიიღეს საჭირო საკვები რაციონი, სწორედ ამიტომ, ყველა მცდელობა თეთრი ზვიგენის სიკვდილით დასრულდა.

"ჩვენ არ შეგვიძლია თეთრ ზვიგენს სიცოცხლისთვის საჭირო პირობები შევუქმნათ. ამ სახეობისთვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია," - ამბობს ველური ბუნების ნაციონალური ფედერაციის ნატურალისტი დევიდ მეზეევსკი.

საოლა

Zooclub

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, საოლა ბინადრობს მხოლოდ ანამიტის მთებში- ვიეტნამსა  და ლაოსში. ეს ცხოველი ასევე ცნობილია, როგორც აზიური მარტორქა. საოლა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება და ის იშვიათად გვხვდება მის ბინადრობის არიალშიც კი. ეს სახეობა 21-ე საუკუნეში აღმოაჩინეს და სპეციალისტებისთვის მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

მკვლევარების გაკვირვება გამოიწვია ფაქტმა, რომ ასეთი დიდი ზომის ცხოველი მეცნიერებისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო. ბიოლოგებმა ჯუნგლებში ახალი სახეობების ძებნა დაიწყეს და მათ კიდევ რამდენიმე ინდივიდი აღმოაჩინეს, თუმცა საოლა ტყვეობაში ვერ ცოცხლობს და ამიტომ სპეციალისტებმა მხოლოდ მცირე ინფორმაციის მიღება შეძლეს.

მერცხალი

Zooclub

ამ ჩამონათვალიდან, სხვა სახეობებს, შორის მერცხალი ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფრინველი ზოოპარკში შეიძლება ვიხილოთ. "მერცხალი ორიენტირებულია ფრენაზე. ის დელიკატური ფრინველია და ტყვეობაში ვერ ცოცხლობს,"-ამბობს მიზეევსკი.

მთის გორილა

Zooclub

გორილების გადარჩენის საერთაშორისო პროგრამის თანახმად, 1960-70 წლებში არაერთი მცდელობა განხორციელდა მთის გორილის ტყვეობაში ყოფნისა და გამრავლების, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიკუთვნება. გაურკვეველია, თუ რატომ ვერ ცოცხლობენ მთის გორილები ტყვეობაში, იმ დროს, როცა დაბლობის მთის გორილა მარტივად ეგუება ზოოპარკის პირობებს. "შესაძლოა მთის გორილას საკვები რაციონი გაცილებით სპეციფიურია ან ტყვეობისგან მიღებული სტრესით სწრაფად სუსტდება და კვდება,"- აღნიშნავს IGCP-ის სპეციალისტი.

გიგანტური კალმარი

Zooclub

გიგანტური კალმარები ერთ ტონამდე იწონიან და ჩვენ მათ უახლოეს მომავალში ვერსად ვნახავთ. "ოკეანე დიდია, ხოლო გიგანტური კალმარები ღრმა წყლებში ცხოვრობენ. მათი ხილვა კი იშვიათობას წარმოადგენს,"- ამბობს სპეციალისტი.

მკვლევარებმა გიგანტური კალმარის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მისი ლეში მეთევზეებმა წყლის ზედაპირზე აღმოაჩინეს.

მარტოკბილა (ნარვალი)

Zooclub

მისი გრძელი და წვრილი რქის მაგვარი წანაზარდის გამო მარტოკბილა, ასევე  ცნობილია როგორც ზღვის მარტორქა. ნარვალი გამოირჩევა დიდი ძალითა და მოქნილობით. წანაზარდი შესაძლოა მოიხაროს ნებისმიერ მხარეს, 31 სმ-მდე, ისე რომ არ გადატყდეს. მარტოკბილა ნადავლს ყოველთვის ღრმა წყლებში ეძებს. "სხვა ვეშაპებისგან განსხვავებით, ნარვალი, რომელიც თავისუფლებაში 100 წელზე მეტს ცოცხლობს, ტყვეობაში სწრაფად კვდება, რაც ამ სახეობის შესასწავლად მკვლევარებს ხელს უშლის,"- ამბობს სპეციალისტი.

ვარდისფერი ჯავშნოსანი (არმადილო)

Zooclub

ვარდისფერი არმადილო ველურ ბუნებაში იშვიათად გვხვდება. კვლევების თანახმად, ნებისმიერმა გარემოს მოდიფიკაციამ და საკვებმა რაციონმა ცხოველში სტრესი გამოიწვია. სანტიაგო ზოოპარკის წარმომადგენლის თქმით, ვარდისფერი ჯავშნოსანი ზოოპარკის პირობებში სულ რამდენიმე წელი ცოცხლობს.

ლემური ინდრი

Zooclub

ინდრი- დიდი ზომის ლემური, რომელიც მხოლოდ მადაგასკარზე ბინადრობს. ახალი ინგლისის (აშშ) ბუნების დაცვის მონაცემებით, ვერცერთი ინდრი ზოოპარკში ერთ წელზე მეტს ვერ ცოცხლობს: "კვლევებმა აჩვენა, რომ ინდრის საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ნიუანსები აქვს (ისინი იკვებებიან კონკრეტულ დროს, კონკრეტული რაციონით). გარდა ამისა, დღემდე სპეციალისტებისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ მრავლდება ინდრი ტყვეობაში.

იავური მარტორქა

Zooclub

ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის მონაცემებით იავური მარტორქა დედამიწაზე ყველაზე იშვიათი სახეობაა დიდი ზომის ცხოველებს შორის და არცერთი მათგანი არ არის ტყვეობაში. ეს მარტორქის მორცხვი სახეობაა, რომელიც მიჩვეულია დაბურულ ტყეებში ცხოვრებას. მისი  ტყვეობაში გამრავლებაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამჟამად იავური მარტორქას მხოლოდ 63 ინდივიდია დარჩენილი და ყველა მათგანი ინდონეზიაში, უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში ბინადრობს.

ფაქტი რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი წითელ წიგნშია შესული (მერცხლის გარდა), ბიოლოგებში სევდასა და აღშფოთებას იწვევს, რადგან ტყვეობაში გამრავლება მათ პოპულაციას გაზრდიდა. ამგვარად კი, სპეციალისტები სახეობების გადარჩენას შეძლებდნენ, მაგრამ ამ ცხოველებისთვის თავისუფლების შეზღუდვა სიკვდილთან ასოცირდება.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?