რუანდაში ფოტოგრაფმა გორილას ნაშიერი გადაიღო... ის თავისი სასაცილო ვარცხნილობით ყველასგან გამოირჩეოდა
რუანდაში ფოტოგრაფმა  გორილას ნაშიერი გადაიღო... ის თავისი სასაცილო ვარცხნილობით ყველასგან გამოირჩეოდა
ველური ბუნების ფოტოგრაფი, ენდი როუსი რუანდაში (აღმოსავლეთ აფრიკა) ჩავიდა, რათა მთის გორილების ჯუნგლებში ცხოვრება ფოტოებზე გადაეღო. ფოტოსერიის მთავარი გმირი გახდა გორილას ნაშიერი, რომელიც სასაცილო ვარცხნილობით გამოირჩეოდა.

პატარა ჯერ კიდევ სუსტი იყო იმისათვის, რომ მოზარდ მოძმეებთან დამოუკიდებლად ეთამაშა. ამიტომ, დედას არ შორდებოდა. პრიმატი მის ფეხებთან თამაშობდა, შემდეგ აცოცდა დედის მუცელზე და დაიძინა.

Zooclub

Zooclub

მთის გორილა, იგივე აღმოსავლური გორილა, ძალიან იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი პრიმატია. მათი ბინადრობის ორი არეალია - რუანდა, ვირუნგის მთები (ცენტრალური აფრიკა), სადაც ეს კადრები ველური ბუნების ფოტოგრაფმა აღბეჭდა, ხოლო
მეორე ჯგუფი მეზობლად, უგანდის ტერიტორიის ნაკრძალში ცხოვრობს.

Zooclub

ორივე ჯგუფში 880 მთის გორილაა (2012 წლის მონაცემებით). წინა
წლებთან შედარებით, 2003-2010 წლებში მათი პოპულაცია 26%-ით გაიზარდა. გორილების რაოდენობრივი ზრდა განპირობებულია არა ერთი მიღებული ზომების შედეგად, რაც მიზნად ისახავდა ამ პრიმატების გადარჩენას.

Zooclub

პრიმატებს შორის, დასავლეთის დაბლობის გორილას შემდეგ, მთის გორილა სიდიდით მეორე ადგილზეა. ზრდასრულ ასაკში მამრი მთის გორილა 195 კგ-მდე აღწევს, ხოლო სიმაღლე 150 სმ-მდე. მდედრი კი 130 სმ-მდე იზრდება და 100 კგ-მდე იწონის.

Zooclub

მთის გორილა ძირითადად სხვადასხვა მცენარით, ფოთლებით, ზოგჯერ მწერებითა და მატლებით იკვებება. ზრდასრული მამრი დღეში 34 კგ-მდე მცენარეს ჭამს, ხოლო მდედრი 18 კგ-მდე.

ასევე იხილეთ:

როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია

ასე გამოიყურება მამრი გორილა, რომელსაც მეცხრე შვილი შეეძინა

იხილეთ როგორ ამშვიდებს გორილა მეგობარს - ადამიანს, რომელიც გასაჭირშია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?