იხილეთ როგორ ამშვიდებს გორილა მეგობარს - ადამიანს, რომელიც გასაჭირშია
იხილეთ როგორ ამშვიდებს გორილა მეგობარს - ადამიანს, რომელიც გასაჭირშია
"ისინი ჩვენ გვგვანან, შეიძლება, უკეთესებიც კი არიან.

პრიმატსა და ადამიანს ბევრი საერთო აქვთ, ხოლო გორილას ბირთვული დნმ  ჩვენგან მხოლოდ 1,6 %-ით განსხვავდება", - გვახსენებს გამოცემა "Led bible"-ი.

მიუხედავად იმისა, რომ  პრიმატისგან გარეგნულად განვსხვავდებით, ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ემოციურად ამ ცხოველთან ახლოს ვართ.

გორილა მატაბიში მიუახლოვდა თავის სევდიან  მომვლელს და გვერდით დაუჯდა, ხოლო შემდეგ ხელი ჩაჰკიდა და ჩაეხუტა, რათა თანაგრძნობა გამოეხატა.

Zooclub

Zooclub

ფოტოგრაფმა ნელის ვოლმარანსმა სულისშემძვრელი წამები ფოტოზე აღბეჭდა. გორილა კონგოს თავშესაფარში დიდი ხანია ცხოვრობს და მომვლელებთან საოცრად მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა.

"თავშესაფარში მცხოვრები ოთხი
მთის გორილა მუდმივად ურთიერთობს ადამიანებთან და ძალიან მიჯაჭვულია მომვლელებთან. საოცარი სანახავია, თუ როგორ ამშვიდებს პრიმატი
ადამიანს", - წერს ფოტოგრაფი.

ასევე იხილეთ:

გორილას, რომელსაც ადამიანების ენა ესმის, უთხრეს, რომ მისი მეგობარი დაიღუპა

ეფექტური თერაპია ბავშვთა კლინიკებში

ძაღლი თავის პატარა მეგობარს საავადმყოფოში მარტოს არ ტოვებ
ნონა
რამდენ "იმერელის" ნაირ ერთუჯრედებიანებს ჯობია ეს ჭკვიანი არსებები, ამ ვაჟბატონს ის ვერ გაურკვევია რომელი რომელია და მოდი და ნუ იტყვი ამის მერე ასეთებს თუ არ ჯობდნენ მაიმუნები. არც შევადრი!!! ვისაც ცხოველები არ უყვარს ისინი ადამიანებს შეიყვარებენ????
ხატია
imereli ს. სარკეში ჩაიხედეთ
ლუკა
საწყენია რომ ეს ჭკვიანი და გრანდიოზული არსებები, გორილები გადაშენებასთან ახლოს არიან. და ეს იმიტომ რომ ადამიანები მათ ხოცავენ ხორცისთვის, მათ საცხოვრებელ ადგილებს, ტყეებს ჩეხავენ და წვავენ, მათ გადარჩენილ პატარებს კი ან კლავენ ან კიდევ ყიდიან. საინტერესოა იმერელი რომ გორილად დაბადებულიყო და საკუთარ თავზე განეცადა ეს ძალადობა როგორ იაზროვნებდა?
imereli - ს
და თქვენ რა ხართ თვითონ? არც ერთის დონეზე არ დგახართ ;)
imereli
გორილა რომელია, შუბა რომ აცვია თუ მეორე, მწვანეებში რომაა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?