დათვების შესაშინებლად გაწვრთნილი ძაღლი შველზე ზრუნავს (+ვიდეო)
დათვების შესაშინებლად გაწვრთნილი ძაღლი შველზე ზრუნავს (+ვიდეო)
გაიცანით მიშკა, რომელიც გარეულ ცხოველთა დაცვის ცენტრში მსახურობს. ძაღლი სპეციალურად არის გაწვრთნილი დათვებზე "სანადიროდ". მაგალითად, როდესაც ტყესთან ახლომდებარე მოსახლეობას დათვი აწუხებს, გარემოს დაცვის ცენტრი გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით, ამ პრობლემას აგვარებს. სპეციალურად  გაწვრთნილი ძაღლები აშინებენ დათვებს და ამგვარად ცდილობენ გარკვეული ტერიტორიებიდან მათ განდევნას.

იხილეთ ვიდეო

გარეულ ცხოველთა ორგანიზაციამ, შემთხვევით, ტყეში უდედოდ დარჩენილი შვლის ნუკრი იპოვა და ცენტრში წაიყვანა. მიშკამ პირველივე დღიდან დაიწყო მასზე მზრუნველობა. ძაღლი თავისუფალ დროს, ყოველთვის შველთან ატარებს.

"როცა პირველად შველი მოიყვანეს, არ ვიცოდით, როგორ მიიღებდა მიშკა. თუმცა, ის
ძალიან ჭკვიანი ძაღლია. მიხვდა, რომ შველს მზრუნველობა და სითბო სჭირდებოდა."- ამბობს მიშკას მომვლელი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

10 ყველაზე ჭკვიანი ცხოველი მსოფლიოში

ისრაელის პოლიციაში თაგვები იმსახურებენ

ახალი პროფესია - ძაღლის გამსეირნებელი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?