error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/c08389abb336af0d9fb990307f531991.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ეფექტური თერაპია ბავშვთა კლინიკებში
ეფექტური თერაპია ბავშვთა კლინიკებში
შვედეთის აკადემიურ კლინიკაში მიმდინარეობს სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომელშიც ორმოცდაათამდე ბავშვია ჩართული. ყოველი მათგანი კლინიკის პაციენტია. მათთან ექიმებს შეყავთ ძაღლები, ბავშვები ცხოველების გარემოცვაში დიდ დროს ატარებენ, თამაშობენ მათთან ერთად. ამასთანავე, პატარა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სისტემატურად მოწმდება.

"როდესაც ჩვენი პაციენტები ძაღლების გარემოცვაში არიან, მათი მდგომარეობა უმჯობესდება. ისინი ნაკლებად გრძნობენ ტკივილს და საჭიროებენ შედარებით ნაკლებ მედიკამენტებს."- ამბობს ბავშვთა განყოფილების მთავარი ექიმი ან ედნერი.

Zooclub

კვლევებმა აჩვენა, რომ ავადმყოფობის დროს, ცხოველის გარემოცვაში ყოფნისას ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი - ოქსიოცინი. ეს ჰორმონი ადამიანს ამშვიდებს და რწმენას მატებს.
სწორედ ამ განწყობისთვის, უკვე დიდი ხანია დანერგილია მრავალ ქვეყანაში მსგავსი თერაპია: როდესაც სახლში, თუ კლინიკაში მოხუცებულებთან
მიყავთ სხვადასხვა ცხოველი (ძაღლი, კატა, ცხენი და ა.შ).

შვედი მეცნიერები ამ ფენომენს დაწვრილებით იკვლევენ, მეტიც მათ მშობლების თანხმობით, ბავშვთა პალატებში მიიყვანეს ძაღლები, რომლებიც პაციენტთან ერთად იმ დრომდე დარჩებიან, სანამ ბავშვი კლინიკიდან არ გაეწერება.

ასევე იხილეთ:

მოხუცებულთა თავშესაფრის სასიამოვნო სტუმარი

რა არის ზოოთერაპია და რას მკურნალობენ ძაღლები

ამერიკელების გადარჩენას "კნუტოთერაპიით" ცდილობენ

medu meduci
ვეთანხმები დოდონას, საქრთველოში პირიქითაა- როგორ შეიძლება სადაც ბავშვები არიან იქ ძაღლი იყოს ან სხვა ცხოველი, იმედია გონს მოეგება ქართველი ხალხი და მიხვდება ,რომ ცხოველები არიან ჩვენი უძვირფასესი მეგობრები.
Dodona Kiziria
უკვე წლებია ამას ვეუბნები ჩემს მეგობრებს და ვწერ, რაც ფბ-შემოვედი - ცხოველები ადამიანს შველიან უამრავი ფორმით. განსაკუთრებით დეპრესიულ მყოფ ადამიანებს. ბავშვებს კი განსაკუთრებით. ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა ამაზე საქართველოშიც დაიწყეს ლაპარაკი. ეგებ ამ საკითხში მაინც მოვბრუნდეთ ცივილიზაციისკენ და ყურადღებით და სიყვარულით მოვეპყრათ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?