გორილას, რომელსაც ადამიანების ენა ესმის, უთხრეს, რომ მისი მეგობარი დაიღუპა (+ვიდეო)
გორილას, რომელსაც ადამიანების ენა ესმის, უთხრეს, რომ მისი მეგობარი დაიღუპა (+ვიდეო)
მსგავს ფაქტს იშვიათად ნახავთ: უზარმაზარი გორილა ეთამაშება და ეფერება ციცქნა კნუტს.

მსოფლიოში ცნობილი გორილა კოკო, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების მიმართ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა, დაუმეგობრდა პატარა კნუტს. მეტიც, მან თავად შეურჩია პატარა ცხოველს საახელი - ოლ ბოლი. კოკოს ძალიან შეუყვარდა კნუტი. ისინი ერთად იყვნენ მთელი დღე, თამაშობდნენ და ერთობოდნენ.

ერთ დილას კნუტი გაიქცა და მანქანის ბორბლებმა იმსხვერპლა. როცა კოკოს მომვლელმა ფრანსის პეტერსონმა გორილას მეგობრის დაღუპვის ამბავი უთხრა, ცხოველმა ჟესტებით აჩვენა, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა და მას ტირილი უნდოდა. მოგვიანებით, როცა
კოკო მარტო დარჩა, გალიიდან ისმოდა მისი ხმა. ის განცდებში იყო, ღმუოდა და დარდობდა მეგობრის დაკარგვას.

პეტერსონმა კოკოს ასწავლა სმენადაქვეითებულთა ჟესტების ენა (კოკომ იცის 1 000 ჟესტი) და ესმის ინგლისური (მან იცის დაახლოებით 2 000 სიტყვა). მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კოკოს ინტელექტი არის 75-სა და 95-ს შორის, რაც ნიშნავს ადამიანის საშუალო ინტელექტს. მეტიც, მას ასევე აქვს იუმორის გრძნობა. კოკოს თავისი თავი ადამიანი ჰგონია, ხოლო მშობლებს ცხოველებად აღიქვამს.

იხილეთ ვიდეო, კოკოსა და პატარა კნუტის მეგობრობა.

ასევე იხილეთ:

რობინ უილიამსი და გორილა კოკო-საოცარი მეგობრობა

ჯუნგლებში გაშვებული გორილები, 10 წლის შემდეგ, მომვლელს შეხვდნენ

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან გორილას 58 წელი შეუსრულდა
liza
ჩემ ძაღლს თავი ადამიანი გნია და ჩვენც ვუმალავთ არ ვეუბნებით რომ ძაღლია.
ცხოველების მოყვრული
მაპატიეთ მაგრამ ბევრჯერ ცხოველები ადამიანებზე მაღლა დგანან ზნეობით და ინტელექტით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?