ნამდვილად იცით თქვენს კატას როდის რა სურს?
ნამდვილად იცით თქვენს კატას როდის რა სურს?

თქვენი ოთხფეხა მეგობრის ყველანაირი განცდა და გრძნობა იოლად შეგიძლიათ ამოიკითხოთ მისი მოძრაობით. ისინი კომუნიკაციისთვის იყენებენ კუდს, ყურებს, თათებს, თვალებს, თავს და მთლიან სხეულსაც კი.


მათი ყველაზე მეტყველი ინდიკატორი კუდია. თუ თქვენი კატა შებრუნდა და კუდაცკვეტილმა გაგიარათ, არ გეგონოთ, რომ ის თქვენზე გაბრაზებულია, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ბოლომდე გენდობათ. კატის აბზეკილი კუდი მოხრილი ბოლოთი გაფრთხილებაა, რომ არ შეაწუხოთ ის.

თქვენი კატა შეიძლება იწვეს გაუნძრევლად და მხოლოდ მისი ყურების მოძრაობით მიხვდეთ მის განწყობას – წინ წამოწეული ყურები მის
კარგ განწყობაზე მეტყველებს. თუ ყურები თავისკენ არის მიმართული, თქვენი ოთხფეხა მეგობარი თამაშის განწყობაზეა, მაგრამ თუ
თავთან ყურები ბოლომდეა მიკრული, ესე იგი, ის გაღიზიანებულია და მეტიც, შესაძლოა, თავდასხმისთვის ემზადება.

გვერდზე გაწეული ყურები კატის სიმშვიდეზე მიუთითებს, ან შესაძლებელია, რაღაცამ მისი ინტერესი და ყურადღება გამოიწვია. მუცლის პრობლემების დროს, რომელიც ხშირად გვხვდება კატებში, ერთი ყური დაბლაა ჩამოწეული, ხოლო მეორე – მაღლა აწეული.

წინ და უკან ყურების სწრაფი გადაწევა, ნიშნავს, რომ კატა მოუსვენრად არის. როგორც ყოველთვის მსგავსი რეაქცია ამ ლამაზ არსებებს აქვთ მაშინაც, როდესაც საყვედურობთ ან ეჩხუბებით.

მოუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და ყურადღებით დააკვირდით, როდესაც ის "ჟესტებით" გელაპარაკებათ.

 

natela
ჩემ ფისოს მხოლოდ ცპეც. საკვებს ვაძლევ, მაგრამ ძალიან სცვივა ბეწვი,კატასტროფულად. ხომ ვერაფრით დამეხმარებით?
qeti-s
შეიძლება ამძუების პერიოდი აქვს, თუ ხვადია ეს მკვეთრად იკვეთება სხვადახვა თვისებებით, თუ ძუ შედარებით ნაკლებად, მაგრამ პერიოდულად მაინც არაადექვატურები არიან. ეს ზოგადად, თუმცა მიმართეთ ვეტერინარს, გასინჯავს და ზუსტად გეტყვით რისი ბრალია.
qeti
შეგიძლიათ მიპასუხოთ ამბოლოდრს ჩემი ფისო გამთენიისას არის დზალიან მოუსვენრად დარბის გადარეულივით თაროებზეც ხტება გარეთ გასვლას რომ ვთავაზობ არ გადის თითქოს რაგაცის ეშინია არ მემორჩილება მერე ძალიტ ვაგდებ გარეთ და რომ ბრუნდება უკვე მშვიდია , შეიძლება მაგ დროს მუცელი ტკიოდეს?
კატო
მე ისეთი ჭკვიანი ფისო მყავს, რომ მან თავის კნუტებთან ერთად წიწილებიც გაზარდა და როგორც თავის შვილებს ისე ექცეოდა.
nonako
ძალიან საყვარლები არიან ფისოები, ვგიჯდებიიიიიიი, ორი მყავს და სასწაულები არიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?