სან-ფრანცისკოს ზოოპარკში მოკვდა ერთადერთი მოლაპარაკე გორილა კოკო
სან-ფრანცისკოს ზოოპარკში მოკვდა ერთადერთი მოლაპარაკე გორილა კოკო
გორილა კოკოს ინტელექტის კოეფიციენტი უთანაბრდებოდა 95-ს, რაც ადამიანისთვის ნორმალური მაჩვენებელია.

სან-ფრანცისკოს ზოოპარკში მოკვდა ცნობილი გორილა კოკო. ის პრიმატების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ჟესტების ენა იცოდა. ამის შესახებ წერს გამოცემა "The Daily Mail"-ი.

კოკო 1971 წელს დაიბადა. მას ჟესტების ენა სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა -  ფრანსინ პატერსონმა ასწავლა. გორილამ ჟესტების დახმარებით ათასზე მეტი სიტყვა ისწავლა. გარდა ამისა, ის სმენით აღიქვამდა 2 ათასამდე ინგლისურ სიტყვას.

გორილას IQ უტოლდებოდა 95-ს, რაც სტანდარტულად ითვლება ჩვეულებრივი ადამიანისთვის. 1984 წლიდან კოკო ეწეოდა კნუტების აღმზრდელობით საქმიანობას.

გორილამ ცხოვრების დიდი ნაწილი
სან-ფრანცისკოს ზოოპარკში გაატარა.

იხილეთ ვიდეო და ინფორმაცია გორილა კოკოს შესახებ:

რობინ უილიამსი და გორილა კოკო-საოცარი მეგობრობა

გორილას, რომელსაც ადამიანების ენა ესმის,
უთხრეს, რომ მისი მეგობარი დაიღუპა


გორილა კოკო გვიგზავნის მნიშვნელოვან შეტყობინებას, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

გორილა კოკომ Red Hot Chili Peppers-ის გიტარაზე დაუკრა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?