ამ დღესასწაულამდე კარგა ხნით ადრე, გორილას ტვიტერში გვერდი გაუხსნეს. თანამშრომლები კოლოს ბავშვობის ფოტოებს და ინფორმაციებს დებდნენ. თავად დაბადების დღის ჩვენება 22 დეკემბერს, ზოოპარკის ოფიციალურ საიტზე ონლაინ ტრანსლაციით მიმდინარეობდა.
მსოფლიოს ყველა კუთხიდან ადამიანები ქსელში თავის მილოცვებს წერდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, თუ როგორ ხსნიდა იუბილარი საჩუქრებს და მიირთმევდა ტკბილეულს.

“მან იცის, რომ მთელი დღე მას აქვს დათმობილი”, - ყვება ზოოპარკის კურატორის დამხმარე
კოლო 1956 წელს დაიბადა. ის იყო პირველი გორილა, რომელიც ტყვეობაში დაიბადა და გადარჩა. თავიდან კოლო ინკუბატორში ყავდათ. რადგან იგი დაბადებიდანვე ვარსკვლავი იყო, შემორჩენილია მისი ძველი ფოტოები და ვიდეო, სადაც გორილას ზრდა არის დაფიქსირებული. როგორ ამოუვიდა პირველი კბილი, როგორ ვითარდებოდა და ა.შ.

როდესაც კოლო 6 წლის გახდა, იგი ჭლექით დაავადდა და ექიმებს ეგონათ, რომ 3 თვეში დაიღუპებოდა. ზოოპარკის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ კოლომ უჩვეულოდ გრძელი ცხოვრება განვლო - მისი სახეობის დედალი გორილები საშუალოდ 37 წლამდე ცოცხლობენ. ამასთან, 58 წლის გორილა თავის ნამდვილ ასაკთან შედარებით, ახალგაზრდად გამოიყურება და ასევე ახალგაზრდად გრძნობს თავს. იგი უფრო აქტიურია, ვიდრე პატარა გორილები. მას 3 შვილი, 16 შვილიშვილი, ათობით შვილთაშვილი და სამი შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
კოლო მიეკუთვნება იმ ქვესახეობას, რომელთა პოპულაციაც აფრიკაში ტყეების გაჩეხვის და ბრაკონიერობის შედეგად მცირდება. გარკვეულ პერიოდამდე ქვესახეობა გადაშენების გზაზე იდგა. მისი რაოდენობა 50 000-მდე ინდივიდს ითვლიდა, მაგრამ საბედნიეროდ, 2006-2007 წლებში, ცენტრალური აფრიკაში, ტელეს ტბასთან 100 000-ზე მეტი დაურეგისტრირებელი გორილა აღმოაჩინეს. ამის მიუხედავად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ისინი სრულიად განადგურდნენ. მსოფლიოს ზოოპარკებში კი, ამ ქვესახეობის მხოლოდ 550 გორილა ბინადრობს.
იხილეთ ვიდეო