არავის ეგონა, რომ ეს საოცარი კნუტი ასეთი მებრძოლი იქნებოდა
არავის ეგონა, რომ ეს საოცარი კნუტი ასეთი მებრძოლი იქნებოდა
კეთილმა ადამიანმა სანაგვის სიახლოვეს, სიცივესა და წვიმაში იპოვა კნუტები, რომლებიც ყუთში იყვნენ მოთავსებულები და მათ ჯერ თვალებიც კი არ ჰქონდათ ახელილი. მან უსუსური არსებები მიიყვანა ადგილობრივი (კანზასი, აშშ) კატების გადარჩენის ორგანიზაციაში, რომელიც კატების გადარჩენაზე, ჯანმთელობასა და შემდგომ გაჩუქებაზე ზრუნავს (NWA).

ყველაზე უძლური კნუტი, რომელსაც ფონდის თანამშრომლებმა პატარა სტუარტი დაარქვეს, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ის სხვა კნუტებთან შედარებით, საოცრად სუსტი და პატარა იყო. მას ჰქონდა თვალის ინფექცია და იყო რწყილებისგან საშინლად დაკბენილი. მომვლელი ფიქრობდა, რომ
ის ვერ გადარჩებოდა.

Zooclub

მოყვანიდან პირველ დღეს პატარა სტუარტს გაუწმინდეს თვალები. ის სამჯერ ნაკლებს იწონიდა ვიდრე მისი და-ძმა.

Zooclub

მკუნალობიდან 5 კვირის შემდეგ,  ყველას გასაკვირად, სტუარტი დამოუკიდებლად
იკვებებოდა "დედობილის" რძით, რაც აქამდე არ შეეძლო, სისუსტის გამო.

Zooclub

"არ მეგონა, თუ იცოცხლებდა, თუმცა ჩემდა გასაკვირად, ის ნელ-ნელა თავის და-ძმას ემსგავსებოდა. პატარა სტუარტი ძალიან მებრძოლი აღმოჩნდა. ის ძალიან საყვარელია, ყველას უყვარს ჩვენს თავშესაფარში."- ამბობს კნუტის მომვლელი.

Zooclub

3 თვის ასაკში, სტუარტი კატას დაემსგავსა, ის აღარ იყო თაგვივით ციცქნა.

Zooclub

8 თვის სტუარტი საოცრად ლამაზი კატა გახდა.

Zooclub

ჯანმრთელი და ბედნიერი !

Zooclub

რომ არა მომველების დიდი ყურადღება და ძალისხმევა, სტუარტი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

პატრიკი - ძაღლი, რომელიც ახალ ცხოვრებას დაუბრუნდა

ცემენტის ქარხანაში ვარდისფერი კნუტები იპოვეს

"სამმა ვეტერინარმა გვითხრა, რომ ის ვერ იცოცხლებდა"


eka
რა მაგარია
stuart
რა კარგი ისტორიაა! :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?