24 წლის გორილამ ტყეში ერთი ციდა არსება იპოვა, მის დამოკიდებულებას პატარა ცხოველის მიმართ არავინ ელოდა
ბობო 24 წლის მამრი გორილაა, რომელიც დასავლეთის დაბლობის სახეობას მიეკუთვნება. 1996 წელს იგი ორგანიზაცია "Ape Action Africa"-მ გადაარჩინა. პრიმატი ერთ დღეს ტყიდან მინიატურულ არსებასთან ერთად დაბრუნდა, რამაც სხვა გორილების ინტერესი და გაოცება გამოიწვია.

აღმოჩნდა, რომ ბობომ გალაგოს ნაშიერი (პრიმატების რიგის ძუძუმწოვარი) იპოვა და მას მალევე დაუმეგობრდა.
Zooclub
ბობო ბრიტანულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Ape Action Africa-მ 1996 წელს სიკვდილისგან იხსნა.

Zooclub "დილის შემოწმებისას, ზედამხედველმა აღმოაჩინა ბობო, რომელიც გალაგოს ნაშიერზე შვილივით ზრუნავდა", - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი.

"გალაგო აქტიურია ღამით, ამიტომ მისი დღის საათებში ხილვა ძალიან იშვიათობაა.
ნაკრძალის ტერიტორიაზე
არასოდეს ვყოფილვართ მსგავსი ფაქტის მოწმენი", - ამბობს ბობოს მომვლელი.

Zooclub
"გალაგოს უზარმაზარი ბობო საერთოდ არ აშინებდა. პატარა არსება პრიმატის სხეულზე ცოცავდა, დახტოდა ბალახზე, ხოლო შემდეგ ისევ ბობოსთან ბრუნდებოდა."

სხვა გორილებმა პატარა ცხოველით დაინტერესდნენ. ისინი ცდილობდნენ მიახლოებას, თუმცა, ბობო გალაგოს ხელიდან არ უშვებდა და თავის მოძმეებს მიახლოების უფლებას არ აძლევდა.

Zooclub მათ ერთად დაახლოებით ორი საათი გაატარეს, შემდეგ ბობომ გალაგოს ნაშიერი ტყეში დააბრუნა, ეს უკანასკნელი კი სწრაფად გაუჩინარდა.

ეს კიდევ ერთი პატარა ამბავია განსხვავებული სახეობის ცხოველებზე. ამ ფაქტით მტკიცდება, რომ მათ გრძნობები გააჩნიათ და მეგობრობაც შეუძლიათ.

boredpanda

ასევე იხილეთ:

ჰასკის და იხვის საოცარი მეგობრობის ისტორია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?