ასე გამოიყურება მამრი გორილა, რომელსაც მეცხრე შვილი შეეძინა
ასე გამოიყურება მამრი გორილა, რომელსაც მეცხრე შვილი შეეძინა
პარიზის ზოოპარკის ბინადარი მამრი გორილა რიჩარდი, რომელსაც მეცხრე შვილი შეეძინა, თითქოს უკმაყოფილოა ოჯახში მატებით.

რიჩარდი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო პარიზის ზოოპარკში, არამედ ინტერნეტ სივრცეშიც. ზოოპარკის დამთვალიერებლები ყოველთვის უღებენ ფოტოებს და  პოზირება მასაც მოსწონს, თუმცა, არა ამ შემთხვევაში.

ფოტოგრაფმა ლუსი სტეპნიკოვამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც რიჩარდი თავის ახალშობილ ნაშიერთან - აიაბუსთან ერთად დატოვეს. პატარა გორილა მამას თავს არ ანებებდა, თამაშს ითხოვდა, თუმცა, ოჯახის უფროსი უხასიათოდ იყო.

Zooclub

"რიჩარდს წლების განმავლობაში ვაკვირდები და ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ, თუ როგორ იზრდებიან მისი შთამომავლები. აიაბუ
ძალიან ჭკვიანი, კეთილი და მხიარულია. ამ შემთხვევაში, რიჩარდს თამაშის განწყობა არ ჰქონდა, თუმცა, სხვა დროს, 
ჩვეულებრივ, ის კამერის წინ იღიმება და პოზირებს", - ამბობს ლუსი.

Zooclub

დააკვირდით რიჩარდის გამოხედვას. ტიპიური მამა, რომელსაც რამდენიმე საათი ბავშვის მოვლა დაავალეს, თუმცა, არ იცის, როგორ მოიქცეს. აიაბუ ყველანაირად ცდილობდა მამის ყურადღების მიპყრობას, თუმცა, გორილამ მკაცრი ხასიათი გამოავლინა.

ასევე იხილეთ:

თრითინამ გადაწყვიტა, საკუთარი შვილი ადამიანისთვის ეჩვენებინა... საოცარი სანახავია, თუ როგორ მიჰყავს მას მამაკაცი საკუთარ ნაშიერთან

ამ გორილას აქვს ერთი საკმაოდ უცნაური თვისება...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?