გორილები წვიმისგან თავის დასაღწევად ადამიანებივით მოქმედებენ (სახალისო ვიდეო)
კოლუმბიის (აშშ, სამხრეთ კაროლინა) ზოოპარკის ზედამხედველმა ვიდეოზე გადაიღო გორილები, რომლებმაც წვიმის დროს თავი ვოლიერის ფარდულს შეაფარეს.

ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ ამ დროს პრიმატები ძალიან ჰგავდნენ ადამიანებს, რომლებიც ქოლგის გარეშე წვიმაში მოხვდნენ.

რამდენიმე წამის შემდეგ ერთ-ერთი პრიმატი თავშესაფრიდან გადის, ის ცდილობს წვიმის წვეთებს თავი აარიდოს და თავის სამყოფელში შევიდეს, მას სხვა გორილებიც მიჰყვებიან.

ინტერნეტ სივრცეში ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და სოციალური ქსელის არაერთმა  მომხმარებელმა გორილების ქცევები ადამიანების მოქმედებებს შეადარა.

ასევე იხილეთ:

მეგობრული დათვი ბავშვის მოძრაობებს ზუსტად იმეორებს

როგორ რეაგირებენ ადამიანები და მაიმუნები უფასო საკვებზე

კონგოს
ნაკრძალის თანამშრომლებმა გორილებთან ერთად "სელფი" გადაიღეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?