საჰაერო ბუშტი, რომელსაც ადამიანები ცაში უშვებენ, ასობით სულიერ არსებას კლავს
საჰაერო ბუშტი, რომელსაც ადამიანები ცაში უშვებენ, ასობით სულიერ არსებას კლავს
"მოგწონთ წვეულებები, რომლებიც გაფორმებულია სხვადასხვა დეკორაციით? მსგავსი სანახაობა თითქმის ყველას იზიდავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია საჰაერო ბუშტები, რომლებიც ფრინველებს კლავს.

ამბობენ, რომ  იმ ფრინველის სიკვდილის ალბათობა, რომელიც საჰაერო ბუშტის ერთ პატარა ნაწილსაც კი გადაყლაპავს, 20%-ია", - ამის შესახებ წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

რბილი პლასტმასის ყველაზე ხშირი მსხვერპლია ალბატროსი. მას ნაგავი ხშირად საკვები ჰქონია.

შედეგად, ეს იწვევს ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რღვევას, რასაც დაღუპვამდე მიჰყავს.

Zooclub

"ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზეზია იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ", - ამბობენ მეცნიერები.

ხშირ შემთხვევაში, ამგვარი დაბინძურება მოდის - წვეულებებზე
გაფორმებული დეკორაციებით, საჰაერო ბუშტებით და სხვა ნივთებით, რაც დამზადებულია რბილი პლასტმასისგან.

ალბატროსების გარდა, სხვა ფრინველებიც ხშირად
ყლაპავენ მყარი პლასტმასის ნარჩენებს, თუმცა, მათი ორგანიზმი მას გაცილებით მარტივად ამუშავებს.

"თუ ზღვის ფრინველი რბილ პლასტმასს გადაყლაპავს, მათი სიკვდილიანობის რისკი იმატებს. ერთი ნატეხიც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს", - აღნიშნავენ სპეციალისტები.

Zooclub

ამიტომ, წყლის წმენდის სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველმა ჩვენგანმა წვლილი უნდა შეიტანოს და შეამციროს პლასტმასის ნივთების გამოყენება.

დეტალური კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Scientific Reports-ში.

წყარო: DailyMail

ასევე იხილეთ:

30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...

რატომ არ უნდა მოკლათ ობობა, რომელიც თქვენს სახლში ბინადრობს?

ზვიგენს დელფინის ეშინია და აი, რატომ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?