კატების სახლი პერუში (+ფოტო)
კატების სახლი პერუში (+ფოტო)
პერუს მცხოვრებმა თავისი სახლი მძიმე სენით დაავადებულ ცხოველთა ჰოსპისად აქცია.

მარია ტორერომ ლიმაში გახსნა ჰოსპისი მძიმე სენით დაავადებული კატებისთვის. პერუელმა კეთილი საქმისთვის საკუთარი სახსრები და საცხოვრებელი ფართი არ დაიშურა - ვეტსაავადმყოფო პირდაპირ მის კერძო სახლში განთავსდა. უკვე 5 წლის განმავლობაში ქალი ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ კატებს.

45 წლის ტორერო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობს და ყოველთვიურად კატებისთვის 1800 დოლარი (ეს მისი პირადი სახსრებია, ასევე შემოწირულობები) ხარჯავს. ახლა მარიას 175 სამეურვეო ჰყავს.

მარია მათ ლიმის ქუჩებში პოულობს. ოფიციალური სტატისტიკით მოხეტიალე კატები პერუში არ არიან,
მაგრამ მარია ამბობს, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან. ავადმყოფობის გამო ბევრი კატა დაუძლურებულია და ანემიით
იტანჯებიან. ქუჩიდან აყვანილ კატებს ტორერო აჭმევს, აძლევს წამლებს და უკეთებს სტერილიზაციას. მარია ტორეროს შვილს, შვიდი წლის ფაბიანს ძალიან უყვარს თამაში კატებთან, მათთან ერთად სძინავს კიდეც.

კატების დაავადება არ არის საშიში ადამიანებისთვის. მარია ყოველთვიურად ცხოველებზე 1800 დოლარს ხარჯავს. ტორერო მათთვის ტანსაცმლის შეკერვასაც კი ასწრებს.

იმისთვის, რომ გაარკვიოს, თუ რითია დაავადებული კატა, მარიას ნაპოვნი ცხოველი ვეტერინართან მიჰყავს - სადაც მათ ანალიზს უკეთებენ და მკურნალობას უნიშნავენ.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ძალიან ბევრია, ყოველ მათგანს აქვს სახელი. მარიას ხელები სულ დაფხაჭნილია - კატებს დიდად არ უყვართ მკურნალობა.

კატების შესანახად საჭირო თანხის ნახევარს შემოწირულობები უზრუნველყოფენ. დანარჩენს ტორერო საკუთარი ხელფასიდან ფარავს. ყველა კატას აქვს თავისი პატარა საწოლი.

იხილეთ ფოტოგალერეა


52
საყვარელი ფისოები, სამაგიეროდ ფაბიანი გაიზრდება ჯანმრთელი და ბედნიერი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?