ჯიქის წარუმატებელი ნადირობა მაჩვზღარბაზე ტურისტმა ვიდეოზე გადაიღო
ბუნებამ ცოცხალი არსებების შექმნისას ყველა დეტალი გაითვალისწინა, ამიტომ იმ ცხოველებს, რომლებსაც მტაცებლებისგან დაცვა სჭირდებათ, საკმაოდ მოხერხებული საშუალებები გააჩნიათ.

პატარა მაჩვზღარბას ჯიქი თავს დაესხა, თუმცა, მან თავისი ეკლებით ცხოველისგან თავი დაიცვა.

გერეტ მაიერი, კრიუგერის ნაციონალურ პარკში სტუმრობისას საინტერესო სცენის მომსწრე გახდა.

ჯიქი დიდხანს ტრიალებდა მაჩვზღარბას გარშემო, მაგრამ მტაცებელმა თავდასხმა ვერ გაბედა. ვიდეოს ავტორის თქმით, საბოლოოდ, ცხოველს უშედეგო "ნადირობა" მობეზრდა და ნადავლის საძებნელად გზა განაგრძო.

მტაცებლები იშვიათად ნადირობენ მაჩვზღარბაზე, რადგან მისი ეკლები გარეულ ცხოველებს სხეულში ერჭობათ და მისგან გათავისუფლება ძალიან რთული, ამასთანავე მტკივნეულია.

ასევე იხილეთ:

დრამატული
ფოტოსესია: ყვავის კლანჭებიდან კურდღლის გადარჩენა


ანტილოპას საოცარი ნახტომი ლომებისგან თავის დასაღწევად

სასეირნოდ გასული ცნობისმოყვარე ძაღლები
აგრესიულმა მაჩვზღარბამ "დაასაჩუქრა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?