დრამატული ფოტოსესია: ყვავის კლანჭებიდან კურდღლის გადარჩენა
დრამატული ფოტოსესია: ყვავის კლანჭებიდან კურდღლის გადარჩენა
ველური ბუნების 74 წლის ფოტოგრაფმა შეძლო გადაეღო შთამბეჭდავი კადრები, რომელთა ხილვაც არაერთ ადამიანს დააინტერესებს. მშიერმა ყვავმა პატარა კურდღელი შეამჩნია...

ფოტოგრაფი მერსისაიდში (დიდი ბრიტანეთი),  ფორმბის სანაპიროზე გაემგზავრა, რათა წითური ციყვები გადაეღო. მის გასაკვირად, ადგილზე ბევრი გარეული კურდღელი დარბოდა. როგორც ჩანს, ტყის ბინადრების შეკრება გაზაფხულის თბილმა ამინდმა განაპირობა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ადამიანის გარდა კურდღლებით მშიერი ყვავიც დაინტერესდა. ფრინველმა ყველაზე პატარა, დაუცველი კურდღელი შეარჩია და მას თავს დაესხა.

Zooclub

ძალები არათანაბარი იყო - სულელი კურდღელი უმისამართოდ
დარბოდა, ხოლო გამოცდილმა ყვავმა მალევე შეძლო მისი
ბრჭყალებით დაჭერა. ფრინველი ნადავლთან ერთად აფრინდა და ცდილობდა, ტერიტორიას გასცლოდა, თუმცა, ფოტოგრაფმა ჯოხს ხელი მოჰკიდა და მას ესროლა.

Zooclub

Zooclub

74 წლის მამაკაცი აღნიშნავს, რომ ის ინსტინქტებით მოქმედებდა, რადგან არ უნდოდა სისასტიკის ხილვა, თუმცა, მისი თქმით, ველურ ბუნებაში მსგავსი ამბები ჩვეულებრივი მოვლენაა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფის მიერ ნასროლი ჯოხი ყვავს არ მოხვდა, ფრინველი მაინც დაფრთხა და კურდღელი კლანჭებიდან დაუსხლტა.

Zooclub

Zooclub

იმის მაგივრად, რომ პატარა არსებაბუჩქებში დამალულიყო, შეშინებული მღრღნელი წრეზე დარბოდა. შედეგად, ყვავი მას მეორედ დაესხა თავს. ფოტოგრაფმა ვერაფერი მოძებნა, რომ კვლავ ესროლა და ყვავი ტერიტორიიდან გაეგდო, მაგრამ უეცრად მოზრდილი კურდღელი გამოჩნდა და ფრინველს წინააღმდეგობა გაუწია. ეს უკანასკნელი ყვავს იგერიებდა იმ დრომდე, სანამ პატარა კურდღელი ბუჩქებში დაიმალებოდა.

Zooclub

"ბედნიერი დასასრული, თუმცა, არა მშიერი ყვავისთვის. შვება ვიგრძენი, დედაბუნებამ ზემოქმედება მოახდინა, თუმცა, ეს ყველაზე სასიამოვნო არ არის, რაც შეიძლება ველურ ბუნებაში იხილო", - ამბობს ფოტოგრაფი.

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ:

კუზე ლომების წარუმატებელი თავდასხმა ვიდეოზე გადაიღეს

ქორმა ძაღლის გატაცება სცადა

ძლიერი იმარჯვებს: გველისა და არწივის შერკინება ტურისტმა ფოტო ობიექტივზე აღბეჭდა
მაია
ყოჩაღ ფოტოგრაფს. მეც იგივეს გავაკეთებდი. ხო გამისკდა გული რომ დავინახო უმწეო არსებას როგორ გადასანსლავენ :(
გიორგი
ეს ვავი არ არის ეს ყორანია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?