ანტილოპას საოცარი ნახტომი ლომებისგან თავის დასაღწევად (ემოციური ვიდეო)
ველურ ბუნებაში სუსტ არსებებზე ნადირობა, საკვების მოპოვების მიზნით, ჩვეულებრივი მოვლენაა - მტაცებლები ნადავლის მოსაპოვებლად ჯოგს ჩამორჩენილ ცხოველებზე ხშირად ჯგუფურად ნადირობენ.

მსგავსი შემთხვევა ველური ბუნების ფოტოგრაფმა, კრიუგერის ნაციონალურ პარკში, ფოტო/ვიდეოზე აღბეჭდა, თუმცა, ისტორია მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა და ინტერნეტ სივრცეში კადრები სწრაფად გავრცელდა: ანტილოპა გნუს ლომი თავს დაესხა, ცხოველზე იერიში კიდევ ორმა დიდმა კატამ მიიტანა, რამდენიმე წამში კი ოთხი მტაცებელიც გამოჩნდა,  თუმცა, მოულოდნელად, ანტილოპამ უკანა ჩლიქებით ერთ-ერთი მათგანი მოიგერია და წარმოუდგენელი ნახტომი გააკეთა.  

Zooclub

შეშინებული ცხოველი წყლისკენ გაიქცა.

ამდენი ბრძოლის შემდეგ მან მართლაც რომ
დაიმსახურა გადარჩენა.

ფოტოგრაფის თქმით, ანტილოპამ შეძლო ლომებისგან გაქცევა, ხოლო მტაცებლებმა ახალი ნადავლის ძებნა დაიწყეს.

ასევე
იხილეთ:

ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს

უშიშარმა კამეჩმა თავისი ჯოგი ლომის თავდასხმისგან გადაარჩინა

კუზე ლომების წარუმატებელი თავდასხმა ვიდეოზე გადაიღეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?