ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს
ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს
კაზირანგის (ინდოეთი, შტატი ასამი) ნაციონალურ პარკში შედეგიანი აღმოჩნდა  პროგრამა, რომელიც  მარტორქების გადარჩენასა და გამრავლებას შეუწყობს ხელს. დღეს ნაციონალურ პარკში მსოფლიოში არსებული ორი მესამედი მარტორქა ბინადრობს. ამ შედეგის მისაღწევად, ხელისუფლებამ ნაკრძალის მცველებს უფლება მისცა, გაუფრთხილებლად ესროლოს ყველა მონადირე ბრაკონიერს.

დღევანდელი მონაცემებით, პარკის მცველებმა 50 ბრაკონიერის ლიკვიდაცია შეძლეს.

Zooclub

ასი წლის წინ მთელ ინდოეთში ბინადრობდა ათეული მარტორქა. დღეს ეს ცხოველი, მხოლოდ 2400-ია კაზირანგის პარკში.

Zooclub

ისინი აქტიურად მრავლდებიან. ნაციონალურ პარკში ხშირად შეხვდებით მარტორქას თავის ნაშიერთან ერთად.

Zooclub

ნაკრძალის ხელმძღვანელობის განცხადებით, 2015 წელს მცველების მიერ ლიკვიდირებული იყო იმაზე მეტი
ბრაკონიერი, ვიდრე მარტორქა.

ბრაკონიერები ნაკრძალში  მიდიან რქების მოსაპოვებლად, რომელთა 100 გრამის ღირებულებაც შავ ბაზარზე 6 000 დოლარია.

Zooclub

მარტორქის რქა ოქროზე ძვირია, რადგან ტრადიციულ აღმოსავლურ მედიცინაში პანაცეად ითვლება. არატრადიციული მედიცინის წარმომადგენლები თვლიან, რომ იგი ყველა დაავადების მკურნალია - დაწყებული სიმსივნით, დამთავრებული ერექციურლი დისფუნქციით.

Zooclub

ტურისტების უმრავლესობა, რომლებმაც პარკის ბრძოლის მეთოდების შესახებ შეიტყვეს, თვლიან, რომ ხელმძღვანელობა ზღვარს სცილდება.

Zooclub

მათი თქმით, ნაკრძალის მცველებმა აუცილებლად უნდა უზრუნველყონ ცხოველების უსაფრთხოება, თუმცა, არა ამგვარი მეთოდებით. სადამდე მივა ეს ქმედებები? ხომ შეიძლება ამას უდანაშაულო ადამიანი შემთხვევით შეეწიროს?

Zooclub

თქვენ როგორ ფიქრობთ? მათი გადაწყვეტილება არაჰუმანურია თუ ბრაკონიერები იღებენ იმას, რაც დაიმსახურეს?

ასევე იხილეთ:

გარეული ცხოველების რიცხვი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა

ბრაკონიერების მახეში გაბმულ ლომს მტაცებელი ცხოველები სამი წლის განმავლობაში კვებავდნენ

ვეფხვებზე მონადირე 6 ბრაკონიერი მოკლეს
მანანა
შეიძლება ცოტა ზედმეტია, მაგრამ ადამიანს სხვაგვარად არ ესმის.
დინგო
ძალიან კარგი კანონი მიუღიად მაგრამ უკეთესი იქნებოდა ბევრად უფრო ადრე დაემტკიცებიად ეს კანონი! მარტორქების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო ბრაკონიერობის გამო და ეს ცხოველი თითქმის განადგურების პირზეა მისული,მკვლევარების მტკიცებულებებით ზოგან საერთოდ აღარ არსებობენ! (((
bebe
ჭკვიანურია. შემთხვევით კი არავინ არ მოკვდება, რადგან უთოფოს არ ესვრიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?