ხანძრის დროს მეცხვარე ძაღლმა თავისი ჯოგი გადაარჩინა იმ დროს, როცა პატრონმა მათი შველა ვერ შეძლო
ხანძრის დროს მეცხვარე ძაღლმა თავისი ჯოგი გადაარჩინა იმ დროს, როცა პატრონმა მათი შველა ვერ შეძლო
ამ ისტორიის გმირს ოდინს ეძახიან. ის პერენეული მთის ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება და ცხოვრობს კალიფორნიის ერთ-ერთ ფერმაში, სადაც თხებს მწყემსავს.


კალიფორნიის რამდენიმე რაიონი ხანძარმა მოიცვა. ჰენდელის ოჯახმა 11:00 საათზე ხეობაში ცეცხლი შენიშნა, თუმცა, 11:15 წუთისთვის ის უკვე მათი ფერმის კედლებზე გადმოსულიყო. ადამიანები მანქანებში აუცილებელ ნივთებს ალაგებდნენ, პატარა შინაური ცხოველებიც მიჰყავდათ საშიში ტერიტორიიდან. შეშინებული თიკნები ფერმიდან გაიქცნენ, თუმცა, ერთგული ოდინი, როგორც ყოველთვის, მათ გაჰყვა. პატრონს ცხოველების ძებნის დრო არ ჰქონდა. ა
დამიანები სახლებს ტოვებდნენ, რათა ხანძრისგან თავი დაეღწიათ. ფერმერი დარწმუნებული იყო, რომ ძაღლი და თხები სიკვდილისთვის განწირულნი იყვნენ, რადგან გარშემო ყველაფერი იწვოდა...


Zooclub
Zooclub

მომდევნო დღეს ჰენდლი ფერფლად ქცეულ ფერმაში
დაბრუნდა. ის საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ოდინი სხეულზე მცირე დაზიანებებით და კოჭლობით შეეგება. რაც მთავარია, მის უკან თხების ჯოგი გამოჩნდა. წარმოუდგენელია, თუ როგორ გადარჩა ძაღლი და მეტიც, მან მთელი არვე გადაარჩინა, რადგან ხანძრის ტერიტორიაზე სხვა ყველა შინაური ცხოველი დაიღუპა.

Zooclub
Zooclub
Zooclub
ამ ტრაგედიის შემდეგ ფერმერს, მის ოჯახსა და ოდინს მოუწევთ ფიქრი, თუ როგორ გადაიტანონ მკაცრი ზამთარი, რადგან მათ საცხოვრებელ ადგილას ფერფლის მეტი არაფერი დარჩა, თუმცა, ჰენდელი იმედიანადაა. ის საკუთარი ძაღლის წყალობით, ნამდვილი გმირობის მოწმე გახდა.

Zooclub
Zooclub

ასევე იხილეთ:

მაშველების მოსვლამდე, ძაღლი პატრონს ხანძრისგან იცავდა

ხანძრის დროს გოგონამ 32 კილოიანი პიტბული ზურგზე მოიკიდა და გაიქცა


bebe
საღოლ, საქართველოს მთავრობასავით მოქცეულა ხანძრის დროს. )))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?