ხანძრის დროს გოგონამ 32 კილოინი პიტბული ზურგზე მოიკიდა და გაიქცა
24 წლის ნატაშა უიელსი, რომელიც სანტა-როსაში (კალიფორნიის შტატი) ცხოვრობს, კოლეჯიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მის სახლთან მდებარე პარკში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. პირველი რაც გაახსენდა, იყო ოთხფეხა მეგობარი პიტბული, სახელად ბენთლი, რომელიც დაკეტილ სახლში იმყოფებოდა. 

ნატაშა სახლში გაიქცა, ბენტლი ჩასვა მანქანაში და ქალაქის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა, გზაზე საშინელი საცობი იყო. ადამიანები ცდილობდნენ სახლების დატოვებას და სასიკვდილო ხანძრისგან თავის დაღწევას.

ნატაშამ  საკუთარი თავისა და ძაღლის გადარჩენისთვის უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მან აიღო ტურისტული ზურგჩანთა და 32 კგ. ძაღლს უთხრა: "მოკალათდი და მშვიდად იყავი. არავითარ
შემთხვევაში არ ამოხვიდე ჩანთიდან, ეს მნიშვნელოვანია."  ბენთლის თხოვნა არ დასჭირდა, ის ჩანთაში დაუფიქრებლად ჩახტა.

Zooclub

გოგონამ
მძიმე ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდა, ველოსიპედზე დაჯდა და ცეცხლმოკიდებული ქალაქი მთელი სისწრაფით დატოვა.

სამშვიდობოს გამოსულ ნატაშას, გზაზე სატვირთოს მანქანა შეხვდა, მძღოლი გაჩერდა და ისინი მანქანაში ჩასვა.

კალიფორნიაში საშინელი ხანძარია, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მსგავსი შემთხვევა 80 წელზე მეტია, არ დაფიქსირებულა. შტატის ჩრდილოეთით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?