მაშველების მოსვლამდე, ძაღლი პატრონს ხანძრისგან იცავდა
მაშველების მოსვლამდე, ძაღლი პატრონს ხანძრისგან იცავდა
სამაშველო სამსახურის მოსვლამდე ძაღლი შეი უგონო მდგომარეობაში მყოფ პატრონზე იყო გადაფარებული და ხანძრისგან იცავდა. მან ამ საქციელით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

"23 ოქტომბრის გამთენიისას  ფილადელფიაში მდებარე (აშშ) ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. მეზობლებმა მაშველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ძაღლის შეუჩერებელი ყეფა მოესმათ",-წერს "Red Paw Emergency Relief Team"-ი.

"გამთენიისას ადგილობრივი სახანძრო სამსახურიდან ზარი მივიღეთ. მათ შეგვატყობინეს, რომ ძაღლი ცეცხლმოკიდებულ სახლში იყო ჩაკეტილი, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედით, მეზობლებმა გვითხრეს, რომ ისინი შეის შეუჩერებელმა ყეფამ გააღვიძა. სწორედ მას შემდეგ შეიტყვეს ხანძრის შესახებ."

"როდესაც ცეცხლმოკიდებულ სახლში შევედით,
დავინახეთ ძაღლი, რომელიც ადამიანზე იყო გადაფარებული, ის პატრონს ცეცხლისა და კვამლისგან იცავდა", - ამბობს სამაშველო
სამსახურის უფროსი.

Zooclub

მომდევნო დღეს ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო ვეტერინარული ცენტრიდან, სადაც მასზე ექიმები ზრუნავენ და ის უკვე კარგად გრძნობს თავს. საბედნიეროდ, შეის პატრონი გადარჩა. მას კლინიკაში მკურნალობის კურსი უტარდება და მალე დაბრუნდება სახლში. 

Zooclub

ყოველივე კი ერთგული ძაღლის დამსახურებაა. მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პატრონის სიცოცხლე გმირულად დაიცვა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა შვილებს პატრონი არჩია... მან უსახლკარო მამაკაცი ხანძრისგან იხსნა

ხანძრის დროს ძაღლი ახალშობილს გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

პატრონი შოკში იყო, როცა ძაღლმა უკბინა, თუმცა მალე დაინახა ნამდვილი საშიშროება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?