თქვენ შეგიძლიათ ტაილანდს უფასოდ ესტუმროთ, თუ აზიური სპილოების გადარჩენაში მონაწილეობას მიიღებთ
თქვენ შეგიძლიათ ტაილანდს უფასოდ ესტუმროთ, თუ აზიური სპილოების გადარჩენაში მონაწილეობას მიიღებთ
Cultura Colectiva-ს ცნობით, ტაილანდში სპილოები მასიურად იხოცებიან. რა ხდება სინამდვილეში?

2017 წლის დასაწყისიდან 5 თვის მანძილზე აზიური სპილოების სიკვდილიანობა იმაზე მეტია, რაც  2016 წლის განმავლობაში. 

ადგილობრივი მცხოვრებლები აღწერენ ერთი და იგივე სურათს: მომაკვდავი სპილო თავისი ჯოგის გარემოცვაში, მუხლებზე, დახუჭული თვალებით წევს და არ მოძრაობს.

რამდენიმე ხნის შემდეგ მას სხვა სპილოები ეტაპობრივად ტოვებენ, მასთან მხოლოდ მკვდარი სპილოს ნაშიერი რჩება.

მოგვიანებით კი, უახლოეს სოფლებში მცხოვრებლებს გვამის თრევა და მისი დამარხვა უწევთ.

წინამძღოლის სიკვდილის შემთხვევაში, ჯოგის გლოვა დიდხანს გრძელდება, თუმცა, ტაილანდში ცხოველების სიკვდილიანობამ იმატა, ხოლო
გლოვამ იკლო, რადგან გადარჩენილების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

სპეციალისტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეიქმნა ბანაკი, სადაც
მოხალისეები შეძლებენ გადარჩენილი სპილოების მოვლას.

Zooclub

მოხალისეებს ანაწილებენ ტყის შუაგულში მდებარე პატარა სოფელში, სადაც მათთვის საკმარისი ადგილია. ადამიანები, რომლებსაც ცხოველის დახმარების სურვილი აქვთ, სპილოებს ყოველ დილით უტარებენ წყლის პროცედურებს, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ მათთვის ამზადებენ საკვებს.

Zooclub

შუადღის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნიდან დახმარების სურვილით ჩასული ადამიანები იკრიბებიან და განიხილავენ სპილოების მდგომარეობას, ასევე - მათი გადაშენების მიზეზებს. დღის მეორე ნახევარში (4-5 საათიდან) აუცილებელია ახალშობილი სპილოების მოვლა.

გარდა იმისა, რომ მსურველები ცხოველების მოვლით არიან დაკავებულნი, მათ უტარებენ ექსკურსიებს და ასწავლიან ადგილობრივ ენას.

Zooclub

მოხალისეებს ბანაკში სტუმრობა შეუძლიათ 15 დღის განმავლობაში. რეგისტრაცია თვეში ერთხელ მიმდინარეობს. ბანაკის პროგრამაში შესვლის ნებართვა შესაძლებელია აპრილში. გარდა ამისა, არსებობს სხვა პროგრამებიც, რომლებიც მოხალისეებს იწვევს ცხოველებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების დასახმარებლად.

Zooclub

გამგზავრება შესაძლებელია, როგორც ქალაქ ჩიანგმაიში, ისე სურინში. სწორედ ამ ქალაქებში იღებენ იმ მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ზრუნავენ სპილოებზე. ამ პროგრამის უპირატესობაა არა მარტო გარეულ ცხოველებზე მზრუნველობა, არამედ ულამაზეს ბუნებასთან განმარტოებაც.

ასევე იხილეთ:

ადამიანებმა ტალახიანი ორმოდან სპილოების მთელი ჯოგი ამოიყვანეს

26 წლის წინ, წყვილმა მოშიშვლებული მიწა იყიდა. აი, რა გააკეთეს მათ...

დაობლებულ პატარა სპილოს ნაკრძალში შესვლისას სპილოების გუნდი მიეგება
test
ტესტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?