დაობლებულ პატარა სპილოს ნაკრძალში შესვლისას სპილოების გუნდი მიეგება (+ვიდეო)
არაერთი სპეციალისტი თვლის, რომ სპილოს ზოგიერთი თვისება ძალიან ჰგავს ადამიანისას. სიყვარული, ურთიერთთანაგრძნობა, გვერდით დგომა - ეს გრძნობები ამ ცხოველისთვის უცხო არაა.

როდესაც პატარა სპილოს მშობლები მოუკლეს და ველურ ბუნებაში მარტო დარჩა, მის დასახმარებლად ადამიანები მივიდნენ. ცხოველი სულ რაღაც 1 წლის და 9 თვის იყო, რაც სპილოსთვის პატარა ასაკია.

იგი დროულად იპოვეს და გადაიყვანეს ტაილანდში მდებარე Elephant Nature Park-ში, სადაც გადარჩენილი სპილოები ბინადრობენ.

როგორც კი პარკის ძირითადმა "მცხოვრებლებმა" პატარა სპილოს მიყვანის შესახებ შეიტყვეს, მაშინვე მის გასაცნობად გაიქცნენ.

მსგავსი სანახაობა გვიბიძგებს ვიფიქროთ,
რომ ცხოველებიც გრძნობენ და გულახდილად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოსა და თანაგრძნობას.

Zooclub

სპეციალისტებიც კი თანხმდებიან, რომ
სპილოებს ემოციები გააჩნიათ: სიძულვილი, სიხარული, ტკივილი და სხვა.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება ცხოველი იყოს ისეთივე მგრძნობიარე, როგორც ადამიანი?

ასევე იხილეთ:

სულისშემძვრელი ფოტო - დედა სპილოს სამუდამო დამშვიდობება შვილთან... "ისინი ერთმანეთს ვეღარასოდეს შეხვდებიან"

სპილოს ნაშიერი ცდილობს დედა ფოტოგრაფისგან დაიცვას

სპილო ძლიერი ტკივილისგან ხეს თავით ეჯახებოდა... მიზეზი 2 დღის შემდეგ გაირკვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?