ადამიანებმა ტალახიანი ორმოდან სპილოების მთელი ჯოგი ამოიყვანეს (+ვიდეო)
ადამიანებმა ტალახიანი ორმოდან სპილოების მთელი ჯოგი ამოიყვანეს (+ვიდეო)
კამბოჯას ერთ-ერთ ნაკრძალში სპილოების ჯოგი ხაფანგში მოყვა. ცხოველები ტალახით სავსე ღრმა ორმოში ჩარჩნენ. ადამიანების დახმარების გარეშე, გადარჩენის შანსი არ ქონდათ.

სპილოების ჯოგი, რომელიც სამი ზრდასრული სპილოსა და რვა სპლიყვისგან შედგებოდა, კამბოჯას ბუნებისდაცვითი ცენტრის (Keo Seima Wildlife Sanctuary) ტერიტორიაზე ღრმა ორმოში ჩავარდა. ღრმული ამ ადგილას ბომბის ჩამოვარდნის შედეგად 70-იან წლებში, კამბოჯა-ვიეტნამის კონფლიქტის დროს გაჩნდა. მოგვიანებით, ფერმერებმა ღრმული გააფართოეს, რომ იქ სარწყავი წყალი დაეგროვებინათ.

როგორც ჩანს, სპილოები იქ წყლის დასალევად მივიდნენ, მაგრამ თიხის ნიადაგი ფეხიდან გამოეცალათ და დაახლოებით 3 მეტრი სიღრმის ორმოში
აღმოჩნდნენ. სიცხემ წყლის დიდი ნაწილი დააშრო. იმ დროს, როდესაც სპილოები ადამიანებმა შენიშნეს, ცხოველები ტალახის სქელი
ფენით იყვნენ დაფარულნი.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბუნების დამცველ ორგანიზაციას "Wildlife Conservation Society"-ის მიმართეს და სამაშველო ოპერაცია ერთად დაიწყეს. მოხალისეების ერთი ნაწილი აჭმევდა და ასმევდა დიდი ხნის ტყვეობით დაუძლურებულ ცხოველებს, მეორე ნაწილმა კი ორმოს კიდეზე კიბეები ამოჭრა. სულ მალე ყველა სპილო გაათავისუფლეს.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?