კუზე ლომების წარუმატებელი თავდასხმა ვიდეოზე გადაიღეს
ძუ და ხვადმა ლომებმა ნადავლად კუ შეარჩიეს, თუმცა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი დაგემოვნება ვერ შეძლეს, რადგან რეპტილიამ ბაკანში დამალვა მოასწრო.

ვიდეო ველური ბუნების ფოტოგრაფმა, კალაგადის (აფრიკა) ნაციონალურ პარკში, შემთხვევით გადაიღო. კუ ცდილობს მტაცებლებისგან გაქცევას, თუმცა, გასაკვირი არ არის, რომ ლომები მას აუჩქარებლადაც დაეწივნენ.


სწორედ ამიტომ, რეპტილიის ერთადერთი გადარჩენის საშუალება იყო ბაკანი, რომლითაც მტაცებლებს საქმე გაურთულა.

მიუხედავად იმისა, რომ ძუ ლომი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა კუს "სახლი
დან" გამოყვანას, ბაკანს მიწაზე დიდ ხანს აგორავებდა, ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

საბოლოოდ, მტაცებლებმა ნადავლზე უარი თქვეს და რეპტილია უვნებელი გადარჩა.

ასევე იხილეთ:

ბრძოლა სავანაში: პატარა ჯიქი ვარანის წინააღმდეგ

ორი იმპალა ერთმანეთთან იბრძოდა,
როდესაც მათ ჯიქი თავს დაესხა


"BBC Earth"-ი ლომზე აფთრების თავდასხმის კადრებს ავრცელებს... ასეთ დასასრულს არავინ ელოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?