მდედრი და მამრი კოალების სასიყვარულო ბრძოლა (+ვიდეო)
კოალა - საყვარელი არსება, რომელიც ფუმფულა დათუნიას მოგაგონებთ. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ მას ასე ვხედავთ, მაგრამ გამრავლების სეზონის მოახლოებისთანავე, ამ ცხოველების რბილი ხასიათი მომენტალურად იცვლება.

კოალების დაუნდობელი ბრძოლა - სანახაობა, რომელიც შესაძლოა, ვერასოდეს იხილოთ!

აღმოჩნდა, რომ კოალების გამრავლების პერიოდი დაუნდობელ ბრძოლას ჰგავს, ვიდრე სასიყვარულო თამაშებს. ამაში დარწმუნდნენ ტურისტები, რომლებიც კანგურუების კუნძულზე (სამხრეთ ავსტრალია) ჰანსონ ბეის ნაციონალურ პარკს სტუმრობდნენ. მათ თავად იხილეს, თუ როგორ დაესხა თავს მდედრ კოალას მამრი. ჯგუფის გიდმა იშვიათი სანახაობა ვიდეოზე გადაიღო.

Zooclub

კადრების ნახვისას მიხვდებით, რომ მდედრი კოალა კავალერით დაინტერესებული
არაა. ცხოველი ცდილობს ხეზე აძვრეს და მამრისგან თავი დაიხსნას, ხოლო ეს უკანასკნელი მას კბილებითა და
ბრჭყალებით ითრევს. როდესაც გაქცეული კოალა მიწაზე ვარდება, ბრძოლა კვლავ გრძელდება. კოალები დაუნდობლად ჩხუბობენ, კბენენ ერთმანეთს და უჩვეულო ხმებს გამოსცემენ.

Zooclub

"ჩვენ შეჩვეულები ვართ, წარმოვიდგინოთ ეს ცხოველები, როგორც ცოცხალი ფუმფულა სათამაშოები. სინამდვილეში ისინი გარეული ცხოველები არიან და მათი ცხოვრების მთავარი მიზანი გამრავლებაა, - ამბობს ნაციონალური პარკის, ჰანსონ ბეის დირექტორი ჩედ სტეილზი. მისი თქმით, ვიდეოზე აღბეჭდილი მდედრი კოალა სტერილურია. ცხოველის ყურზე არსებული ლურჯი ნიშანიც ამის დასტურია.

Zooclub

ნაციონალური პარკის დირექტორი განმარტავს, რომ კენგურუების კუნძული კოალებით გადავსებულია, რაც მამრებს შორის დიდი კონკურენციას იწვევს.

ავსტრალიაში კოალების ყველაზე დიდი პოპულაცია, სწორედ კენგურუების კუნძულზე ფიქსირდება, რომელსაც ქლამიდიოზის ეპიდემია არ შეხებია (დაავადება, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა). ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, კოალების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. 2017 წელს მათი რიცხვი 50 ათასს შეადგენდა. ნაციონალური პარკის ხელმძღვანელობამ სტერილიზაციის პროგრამის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რათა  კოალების ჭარბი პოპულაცია თავიდან აეცილებინა. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა რეგიონებში კოალების რაოდენობა მცირდება, ამის მიზეზი ადამიანების სამეურნეო საქმიანობაა.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

12 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომლებსაც ბავშვებს სკოლებში არ ასწავლიან

ზოოპარკის თანამშრომლებს ღია ფერის ტანსაცმლის ტარება აეკრძალათ, რათა პანდებმა გამრავლება შეძლონ

მამრმა პინგვინმა მდედრის გულის მოსაგებად მეტოქეს სილა გაარტყა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?