error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d5cbdb616d6818881d0cea77fc1acb2a.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მამრმა პინგვინმა მდედრის გულის მოსაგებად მეტოქეს სილა გაარტყა
იმისათვის, რომ მამრმა მდედრის გული მოიგოს, ცხოველთა სამყაროში მრავალი უცნაურობა ხდება. განსაკუთრებით კი, სამეფო პინგვინების დიდ ოჯახში.

ველური ბუნების ფოტოგრაფმა დერეკ პეტერსონმა,  ფოლკლენდის კუნძულებზე სტუმრობისას, მამრი სამეფო პინგვინების უჩვეულო ქცევები კადრებზე აღბეჭდა.

ამ ადგილებზე 1500-ზე მეტი ზრდასრული პინგვინი ბინადრობს, ხოლო ყოველ წელს 700-მდე პინგვინი იჩეკება. ფოლკლენდის კუნძულების ბინადრებს ბუნებრივი მტაცებელი არ ჰყავთ და ტურისტებს მათზე დაკვირვება, ნებისმიერ დროს, სპეციალურად გამოყოფილი ადგილებიდან შეუძლიათ. 

მდედრზე შთაბეჭდილების მოსახდენად მამრმა პინგვინებმა ტურისტების თვალწინ ჩხუბი დაიწყეს. მოუხერხებელი ცხოველების
დავა სახალისო სანახავი აღმოჩნდა - პინგვინები ერთმანეთს ფრთებითა და ნისკარტებით იგერიებდნენ, რათა მდედრს არჩევანი გაეკეთებინა.

Zooclub

"ეს ხდება ყოველ წელს, როდესაც პინგვინები იწყებენ პარტნიორის
ძებნას. თავის მოწონების პერიოდში, შეიძლება ინიციატივა გამოიჩინოს ერთდროულად რამდენიმე მამრმა პინგვინმა, რომლებიც ცდილობენ ერთი და იგივე მდედრის გულის მოგებას", - ამბობს ფოტოგრაფი.

სამეფო პინგვინების გამრავლების პერიოდი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება და მსგავსი დავა ორ მამრს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა.

Zooclub

"მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა მსოფლიოსთვის მეჩვენებინა ამ საოცარი ფრინველების ცხოვრება და ქცევები", - ამბობს დერეკ პეტერსონი.

გარდა ფოტოებისა, ხელოვანმა პინგვინების ცხოვრება ვიდეოზეც აღბეჭდა და კადრები ინტერნეტ სივრცეში განათავსა.

ასევე იხილეთ:

სახლში დაბრუნებულმა პინგვინმა ცოლს საყვარელთან შეუსწრო… მათ ნამდვილი "ბრძოლის რინგი" გამართეს

წლის დრამა: პინგვინი დეპრესიაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მისი სამყოფელიდან ერთადერთი სიყვარული - მუყაოს გოგონა წაიღეს

გეი პინგვინების წყვილმა "საბავშვო ბაღიდან" მშობლებს პატარა პინგვინი მოსტაცა


დათო
ძალიან ლამაზები და საყვარლები არიან.
eg ari
ასი თუმნით წინ წაიწია..ვაი მაგის პატრონს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?