სიმართლე "სანტას" ირმებზე

ჩრდილოეთის ირემი - ერთადერთი ირმის სახეობაა, რომლის მდედრს, ისევე როგორც მამრს, რქები აქვს. მამრები რქებს იცვლიან (ძვრებათ) დეკემბრის დასაწყისში, ხოლო მდედრები - შემოდგომას. ასე რომ, სანტას ყველა ირემი მდედრია.
ფლამენგოს მუხლები

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ფლამენგოს მუხლები უკან
სპილოების ცნობიერება

სპილო ცხოველთა სამყაროს იმ მცირე წარმომადგენლებს შორის მოიაზრება, რომლებიც სარკის ტესტს წარმატებით ასრულებენ. მას შეუძლია საკუთარი გამოსახულების ამოცნობა (ის საკუთარ თავს ცნობს და არ ფიქრობს, რომ სარკიდან რაღაც სხვა უყურებს, როგორც კატები და ძაღლები). ამის შესამოწმებლად სპილოს შუბლზე ცარცით ნიშანი დაახატეს, ხოლო შემდეგ ცხოველს თავისი გამოსახულება სარკეში აჩვენეს. სპილომ საკუთარ შუბლზე არსებული ნიშანი დაკვირვებით შეისწავლა. მან აჩვენა, რომ სარკეში ყურებისას საკუთარ თავს ცნობს.
სპილოსთან ერთად, სარკის ტესტს თავს ართმევს ზოგიერთი პრიმატი, ვეშაპისებრნი (ცალნამგალა ვეშაპი, დელფინი) და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ყვავი.
კენგურუს ზრდა და განვითარება

მდედრ კენგურუს შესაძლოა ერთდროულად ჰყავდეს სამი ნაშიერი, თუმცა, განვითარების სხვადასხვა სტადიაზე: ემბრიონი საშვილოსნოში (კენგურუს უნარი აქვს ემბრიონალური დიაპაუზის - ეს ჰგავს ემბრიონის განვითარების ხელოვნურად შეჩერებას, სანამ ხელსაყრელი მომენტი არ დადგება), ახალშობილი ნაშიერი ჩანთაში და კიდევ ერთი მოზრდილი შვილი, რომელსაც ჩანთა აღარ სჭირდება, თუმცა, დედის რძით იკვებება. გარდა ამისა, დედა სხვადასხვა შემადგენლობის რძეს გამოყოფს, რაც განპირობებულია თითოეული ნაშიერის საჭიროებებზე.
თეთრი დათვის ბეწვის შეფერილობა

თეთრ დათვს სინამდვილეში თეთრი ბეწვი არ აქვს. მისი თივთიკი გამჭვირვალეა, დაახლოებით ოპტიკურ ბოჭკოვანთან მიმსგავსებული. თეთრი დათვის კანი კი სრულიად შავია.
კრუტუნა და ღმუილა კატები

დიდი კატების კლასიფიკაციის რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მარტივი და მოსახერხებელი კლასიფიკაციაა კატის ოჯახის წარმომადგენელთა დაყოფა ღმუილის (ლომი, ვეფხვი), კრუტუნის (ფოცხვერი, პუმა, ავაზა) მიხედვით. პუმა (რომელსაც მეორენაირად მთის ლომს უწოდებენ) ყველაზე დიდია კრუტუნაა კატებს შორის. ავაზას კრუტუნი კი მოტოციკლის ხმას მოგაგონებთ.
ადამიანების უახლოესი გენეტიკური ნათესავი

ჯუჯა შიმპანზე, ბონობო, ჩვენი უახლოესი გენეტიკური ნათესავია (ბონობო გენეტიკურად უფრო ახლოს არის ადამიანთან, ვიდრე სხვა სახეობის შიმპანზეებთან ან გორილებთან). ის თითქმის არ არის აგრესიული, მისი ცხოვრების წესი მატრიარქატულია და პრობლემების დასავიწყებლად სქესობრივი აქტით კავდება. ის სექსუალურ კავშირს ამყარებს ნებისმიერ ასაკში, როგორც საწინააღმდეგო სქესის, ისე მისივე სქესის წარმომადგენელთან. გარდა ამისა, სხვადასხვა სექსუალურ "თამაშს" მიმართავს.
კენგურუს მოუქნელი სიარული

კენგურუს ცალ-ცალკე არ შეუძლია ნაბიჯების გადადგმა, მას უწევს მოძრაობის (ხტომა) სინქრონიზაცია, თუმცა, წყალში სიარული შეუძლიათ. მისი გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალება ხტუნვაა. კენგურუ ხტუნვით გადაადგილებისას ეყრდნობა კუდს, როგორც კიდევ ერთ ფეხს.
ხმაურიანი კუ

მდედრი და მამრი კუს შეჯვარების აქტი დიდი ხმაურით მიმდინარეობს.
მურა დათვი & გრიზლი

ყველა გრიზლი მურა დათვია, მაგრამ ყველა მურა დათვი გრიზლი არ არის (გრიზლი - ჩრდილოეთ ამერიკის მობინადრე მურა დათვი).
სასიყვარულო საპნის ოპერა გორილებს შორის

მამრ გორილას უნარი აქვს შეიყვაროს, როგორც თავისი სახეობის წარმომადგენელი, ისე ადამიანი, რომელიც მაგალითად, მას ზოოპარკში უვლის. ზოოპარკის გიდი აღნიშნავს, რომ მდედრი გორილას შემთხვევაში, მსგავსი რამ არასდროს სმენია. ზოგჯერ მდედრებისა და მამრების ურთიერთობა ნამდვილ საპნის ოპერას მოგაგონებთ.
ჟირაფის ძილის რეჟიმი

ჟირაფებს დღე-ღამეში სულ რაღაც 1-2 საათი სძინავთ.
მარტორქის რქა

თუ მარტორქა რქას დაკარგავს, მის ნაცვლად ახალი ძალიან სწრაფად ეზრდება.
წყარო: boredpanda
ასევე იხილეთ:
7 საინტერესო ფაქტი ციმბირული ჰასკის შესახებ
საინტერესო ფაქტები ცხოველებზე, ისინი განწყობას გაგიუმჯობესებთ
ძაღლების შესახებ 8 მითი, რომლებისაც შინაური ცხოველთა პატრონების უმეტესობას ჯერავს