ავაზას ლომის ან ვეფხვის მსგავსად ღმუილი არ შეუძლია. ის კნავის ან კრუტუნებს ისე, როგორც შინაური კატა.

მამრი პინგვინი კენჭის მიტანით ხელს სთხოვს მდედრ პინგვინს.

ძაღლს შეუძლია ამოიცნოს ადამიანს ხმა და ემოცია.

ძაღლი გრძნობს, როდესაც მისი პატრონის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი და ამას ყეფით გამოხატავს.

ირბისის ანუ თოვლის ჯიქის პოპულაცია უმჯობესდება. ამიტომ, ის აღარ ითვლება გადაშენების პირას მყოფ ცხოველად.


პატარა სპილოები წოვენ საკუთარ ხორთუმს ისევე, როგორც ბავშვები ცერა თითს.

ნორვეგიაში ბინადრობს პინგვინი ნილსი, რომელსაც სამეფო გვარდიაში, გენერლის წოდება მიანიჭეს.

თუ ერთი ყვავი საფრთხეშია, ყვავების გუნდი მის დასახმარებლად აუცილებლად მივა. ასევე, ამ ფრინველს შეუძლია ადამიანების სახის გარჩევა.

თუ ვირთხას მოუღუტუნებთ, ის სიცილისმაგვარ ხმას გამოსცემს.

წავები ძილის დროს ერთმანეთს ხელს კიდებენ, რათა წყლის დინებამ არ დააშოროს.

მაკეობის პერიოდში ზღვის კუ ბრუნდება იქ, სადაც დაიბადა, რათა შვილები გააჩინოს.

ობობას აქვს ძალიან პატარა თათები, რომლებიც საყვარელი სანახავია.

ზოგიერთ ობობას ჰყავს საკუთარი შინაური ბინადარი პატარა ბაყაყის სახით, რომლებიც მტაცებლისგან იცავენ.

თეთრი დათვები ზოგჯერ თოვლისგან ბალიშს აკეთებენ.

კოალა მკერდის დახმარებით საკუთარ ტერიტორიას ნიშნავს. ამიტომ, ის ხეს მჭიდროდ ეკვრის.

ასევე იხილეთ:
საოცარი ფაქტები, რომლებსაც კუ ჯავშანში მალავს
რამდენიმე საინტერესო ფაქტი პუდელის ჯიშის შესახებ
კატისებრი არსებების შესახებ 20 ფაქტი, რომლებიც 100% არ გეცოდინებათ!