ძაღლების შესახებ 8 მითი, რომლებისაც შინაური ცხოველთა პატრონების უმეტესობას სჯერა
ძაღლების შესახებ 8 მითი, რომლებისაც შინაური ცხოველთა პატრონების უმეტესობას სჯერა
მეცნიერება და კვლევები ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდება. რაც კი აქამდე იცოდით საკუთარ ოთხფეხა მეგობრის შესახებ, შესაძლოა, წარსულის გადმონაშთად დარჩეს, ხოლო სიმართლე საპირისპირო აღმოჩნდეს.

ძაღლების შესახებ ყველაზე გავრცელებული მითები, რომელთა დაჯერებაც არ ღირს.

მითი 1: ძაღლის სველი ცხვირი ჯანმრთელობის საწინდარია

Zooclub

თუ აღმოაჩენთ, რომ ძაღლს თბილი და მშრალი ცხვირი აქვს, არ ინერვიულოთ, ეს არ მიუთითებს ძაღლის ავადმყოფობას. შეუმოწმეთ ძაღლს სიცხე, თუ ტემპერატურა 39 გრადუსს არ აჭარბებს, ყველაფერი რიგზეა.

თბილი და მშრალი ცხვირი შესაძლოა, აქტიური თამაშის ან ღრმა ძილის შედეგი იყოს.

მითი 2:
ლეკვის წვრთნა 1 წლამდე არ შეიძლება

Zooclub

ეს მითი დაიბადა ლეკვის სუსტი ძვლის აგებულების შედეგად, თუმცა,
ნაწილობრივ სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ პატარა ბინადრის წვრთნა ისე, როგორც ზრდასრულის, რეკომენდირებული არ არის. მაგალითად, კინოლოგები გვირჩევენ, 8 თვემდე ლეკვი გავწვრთნათ სახლის პირობებში მსუბუქი ვარჯიშებით (დაჯექი, მოდი, დაწექი და ა.შ.) და არა ძლიერი დატვირთვით.

მითი 3: ლეკვი, რომელსაც შავი შეფერილობის იერი აქვს, ავი გაიზრდება

Zooclub

ეს მოსაზრება ახლოსაც არ არის სიმართლესთან. არავინ იცის, ვინ დააკავშირა შავი იერი ძაღლის აგრესიასთან. ბეწვის ფერი და პიგმენტი ცხოველის ხასიათთან არაფერ შუაშია.

მითი 4: ხნიერი ძაღლი წვრთნას არ ექვემდებარება

Zooclub

უდავოა, ასაკოვანი ძაღლის წვრთნა ბევრად რთულია, ვიდრე ახალგაზრდის, თუმცა, შეუძლებელი არაფერია და 5-7 წლის ძაღლის გაწვრთნა არც ისეთი შეუსრულებელი მისიაა. ვარჯიშის პროცესში გამოიჩინეთ ნებისყოფა, რადგან ხნიერ ძაღლთან, ამა თუ იმ ბრძანების შესასწავლად, ბევრად მეტ დროს დახარჯავთ, ვიდრე ლეკვთან.

მითი 5: ძაღლები სამყაროს შავ-თეთრად ხედავენ

Zooclub

სპეციალისტებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ძაღლები აღიქვამენ ყველა ფერს გარდა წითლისა  და მწვანისა. მეტიც, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ნაცრისფერს ადამიანებზე კარგად ასხვავებენ და სამყაროს მკვეთრ ფერებში აღიქვამენ.

მითი 6: ძაღლი კუდს აქიცინებს მაშინ, როცა გახარებულია

Zooclub

ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ ძაღლი კუდს აქიცინებს მაშინ, როცა გახარებულია. სინამდვილეში მსგავს ქმედებას შესაძლოა, თან სდევდეს აგრესია და გაბრაზება.

მაგალითად, ეს ხდება ემოციური აღგზნებადობის დროს: ძაღლი საკუთარ ემოციებს გამოხატავს ხმამაღალი ყეფითა და კუდის ქიცინით.

მითი 7: ძვალი ძაღლისთვის საუკეთესო სასუსნავია

Zooclub

ძაღლისთვის ძვალი სასარგებლოა იმიტომ, რომ მისი ხრტილი შეიცავს D ვიტამინს, თუმცა, ის საზიანოა ცხოველის კუჭ-ნაწლავისთვის.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ძაღლს მისცეთ ქათმის ან ღორის ძვალი, რათა ნაწლავები არ დაუზიანდეს. ბოლო კვლევებმა კი აჩვენა, რომ შინაური ბინადრის საკვები რაციონიდან სასურველია, სრულიად ამოიღოთ საქონლის ძვლებიც, რადგან  მისი ნაწილების გადაყლაპვის შედეგად, არაერთი შემთხვევა ფატალურად დასრულებულა.

მითი 8: ხვადი ძუს მიმართ არასოდეს გამოხატავს აგრესიას

Zooclub

რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ჩხუბი ხდება ერთი სქესის ცხოველებს შორის, თუმცა, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ხვადი ძუს არასოდეს ესხმის თავს, მითია. ხშირ შემთხვევაში, ხვადთან ჩხუბს ძუ იწყებს, რადგან ცხოველთა სამყაროში მდედრობითი სქესი უფრო დაუნდობელია, ვიდრე მამრი.

ასევე იხილეთ:

5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს

კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა

მითები ცხოველებზე, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?