5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს
5 გავრცელებული მითი თვითგადარჩენის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს
რჩევები, რომლებიც ხშირად წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ სხვადასხვა გადაცემაში შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.


ჩვენ შევკრიბეთ 5 გავრცელებული მითი, რომლებსაც არ უნდა ენდოთ.

1. თუ ტყეში სეირნობისას დათვი გამოგეკიდათ, თავი მოიმკვდარუნეთ.

Zooclub

თუ ტყეში დათვი შეგხვდათ, პირველი, რაც აზრად მოგივათ, ადგილიდან გაქცევაა.

დათვის კარავში ან ეზოში შემოღწევის შემთხვევაში ეცადეთ თავი წარმოაჩინოთ უფრო დიდად, ვიდრე სინამდვილეში ხართ. ამასთანავე, რაც შეგიძლიათ ბევრი იხმაურეთ და იყვირეთ, შესაძლოა, ამან ცხოველი შეაშინოს და ის ტერიტორიას გაეცალოს.

თავდასხმის შემთხვევაში ყველანაირად გაუწიეთ მას წინააღმდეგობა. თუ დათვი შეტევაზე გადმოდის, თავი არავითარ შემთხვევაში არ
მოიმკვდარუნოთ.

მურა დათვი ან გრიზლი ადამიანს თავს ესხმის მაშინ, თუ ჰგონია, რომ მისი ბელები ან
თავად საფრთხეშია. ის თავიდან შეეცდება თქვენს შეშინებას (და არა თავდასხმას), გამოსცემს მაღალ ხმას და თავდასხმის დემონსტირებას მოახდენს. მსგავსი ქცევების დროს, საშუალება გაქვთ, სწრაფად გაეცალოთ ტერიტორიას.

თუ დათვი ისე დაგესხათ თავს, რომ გაქცევის საშუალება არ გაქვთ, ბოლო გამოსავალი თავის მომკვდარუნებაა. დაწექით მუცელზე და ხელებით დაიფარეთ კისრის არე, ამან შესაძლოა, გადაგარჩინოთ.

საბოლოოდ კი, ყველა გარეული ცხოველთა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ თავდასხმის შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე უკან დაიხიეთ ნელი ნაბიჯით და  ტერიტორია დატოვეთ.

2. თუ გველმა გიკბინათ, შხამის გამოყვანა გამოწოვით შეიძლება.

Zooclub

გველის კბენის შემთხვევაში, შხამი სისხლში პირდაპირ ხვდება. თუ მის ამოწოვას შეეცდებით, სისხლში უამრავი ბაქტერია მოხვდება. შხამი მოხვდება თქვენს პირის ღრუში, ხოლო შემდეგ - საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თანამგზავრს გველმა უკბინა, კლინიკაში მიყვანამდე აუცილებელია, პერიოდულად შეამოწმოთ მისი გულის ცემის რითმი.

3. ხეზე ხავსი ჩრდილოეთით იზრდება.

Zooclub

სინამდვილეში ხეზე შეიძლება, ხავსი ნებისმიერ მხარეს გაიზარდოს, ეს დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. ტყეში დაკარგვის შემთხვევაში, არ მოახდინოთ ხავსზე ორიენტაცია და ნუ გაიხსენებთ "ბებიების მოთხრობილ ზღაპრებს".

4. რითიც იკვებებიან ცხოველები, საკვებად ვარგისია ადამიანისთვისაც.

Zooclub

სინამდვილეში ზოგიერთი კენკრა და სოკო, რომლებსაც ფრინველები და ციყვები მიირთმევენ, ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიშია.

5. თუ თავს დაგესხათ ზვიგენი, მთელი ძალით  ცხვირზე რამდენჯერმე დაარტყით.

Zooclub

სინამდვილეში რთულია ძლიერი დარტყმის მიყენება ზვიგენზე, რომელიც თავს გესხმით. მიუხედავად ამისა, როდესაც თვალნათლივ ხედავთ, როგორ ცდილობს შეტევას ზღვის მტაცებელი, ამ დროს თქვენსა და მას შორის უნდა გააკეთოთ ბარიერი მყარი საგნით, რათა ცხვირით მას დაეჯახოს. ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, ამის განხორციელება პრაქტიკულად - შეუძლებელი.

ზვიგენის თავდასხმის შემთხვევაში, ყველანაირი ძალებით შეეცადეთ, დააზიანოთ მისი თვალები და ლაყუჩები. სასაცილოდ ჟღერს, თუმცა, სხვა გამოსავალი არაა. ბოლომდე უნდა იბრძოლოთ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

ასევე იხილეთ:

ადამიანების უმეტესობას ეს არსება მითი ჰგონია...

10 მითი ცხოველებზე - რისიც ჩვენ დღემდე გვჯერ


როცა ძაღლი კუდს აქიცინებს, ბედნიერია - მითი თუ სინამდვილე?

01111
ხეზე ხავსი რომ ჩრდილოეთის მაჩვენებელია ეგ ბებია ბაბუების მოგონილი ზღაპარი არაა.. ხავსი კლიმატურ პირობებზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მზეზე. ჩრდილოეთ მხარეს მზის სხივი არ ხვდება და ხავსს იმიტო იკეთებს ხოლმე ხე. საქართველოს ტყეებში მასეა (მე სადაც შემხვედრია) და სავარაუდოდ მსოფლიოს უმეტეს ნაწილშიც მასე იქნება და რა კლიმატურ პირობებს გულისხმობთ თქვენ, მაშინ უნდა დააკონკრეტოთ კიდეც. უდაბნოებში ხავსი კი არა ხესაც ვერ ნახავ და ტროპიკულ ჯუნგლებში ხავსი ჩრდილოეთით იქნება თუ დასავლეთით ეგ არ ვიცი, მარა ჩვეულებრივ ტყეებში როგორიც ჩვენთანაა და თუნდაც აშშ-ში, კანადაში, ალიასკაზეც და სხვა მრავალ ადგილას ხავსს ხეები ძირითადად ჩრდილოეთის მხარეს იკეთებენ ხოლმე. მაგრამ თუ ერთ ხეს მეორე ხე ეფარება შეიძლება ხავსი სხვა მხარესაც მოედოს ხეს, მაგრამ თუ ვინმე დაიკარგება ტყეში უნდა გაანძრიოს ტვინი და მარტო ერთ ხეზე ხავსის ნახვით არ შემოიფარგლოს :)) 10 ხეს რომ ერთი და იმავე მხარეს ხავსი ექნება მოდი და ნუ იტყვი ჩრდილოეთ მხარე არააო.... ასე რომ ეგ მითი არ არის და ხალხი შეცდომაში გაუთვითცნობიერებლად შეგყავთ :)
ალეკო ფანჩულიძე
თუ მაინც ატყობთ რომ ვერ გადარჩებით აუცილებლად დარეკეთ სარიტუალო მომსახურების სააგენტოში და შეუკვეთეთ დაკრძალვისათვის სასახლე.
ლევანი
ხავსის ამბავი ბებიების მოთხრობილი კი არა გეოგრაფიაში ასწავლიან. გველის ნაკბენზე რჩევამ დაგლიჯა:) true grit ვისაც გაქთ ნაყურები იქაა ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური ხერხი ნაჩვენები. ქამრის ან ნაჭრის შემოჭერა, მერე დანით ნაკბენის გადაჭრა და სისხლის გამოშვება.
=====
მაგარი რჩევაა, თუ თქვენს თანამგზავრს გველმა უკბინა,კლინიკაში მიყვანამდე პერიოდულად გულის რითმი ამოწმეთო, შემოწმებით კი შევამოწმებ, მაგრამ თუ დარღვეულია, რა ვქნა,როგორ ვუშველო?!
sdfghjkl
ცხოველის ყველაზე მტკივნეული ადგილი,ცხვირია! ამიტომ თუ არ დაიბნევით,ჩაცხეთ ცხვრში რაც შეიძლება მაგრად.სანამ ის დაბნეული იქნება, სადმე შეაფარეთ თავი ან ტყვიის სისწრაფით გაიქეცით!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?