ბუნების საოცრება შავი ფლამინგო - "მახინჯი იხვის ჭუკი" (+ვიდეო)
ბუნების საოცრება შავი ფლამინგო - "მახინჯი იხვის ჭუკი"  (+ვიდეო)
მლაშე ტბა აკროტირი, რომელიც კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს, ულამაზესი ვარდისფერი ფრინველების სამოთხეა. აქ უამრავი პატარა კიბორჩხალაა, რაც ფლამინგოების ძირითად საკვებს წარმოადგენს. ყოველ გაზაფხულზე ტბასთან ამ სახეობის 20 000-მდე ფრინველი მიფრინავს.

წელს ორიონტოლოგებმა ნაზ-ვარდისფერ ფლამინგოებში ამ სახეობის შავი ფერის ფრინველი აღმოაჩინეს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ფრინველი უდავოდ უნიკალურია და შესაძლოა, ერთადერთია მსოფლიოში.

ეს ფლამინგო თითქმის სულ შავია, მხოლოდ ზურგზე რამოდენიმე თეთრი ბუმბული აქვს. ასეთი შეფერილობა მის გენეტიკურ დაავადებაზე მეტყველებს, რის შედეგად ფრინველის ორგანიზმი გამოიმუშავებს საჭიროზე მეტ მელანინს, მუქ პიგმენტს, რომელიც ფრინველის თვალების, კანისა და
ბუმბულის ფერზე ახდენს გავლენას.

შარშან ასეთივე ფლამინგო ისრაელში შეამჩნიეს. ორინტოლოგები ფიქრობენ, რომ ეს იგივე ფრინველია.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?