პრაიდიდან გაგდებული ლომის უკანასკნელი წუთები თვითმხილველს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება
პრაიდიდან გაგდებული ლომის უკანასკნელი წუთები თვითმხილველს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება
ოდესღაც ლომი, სახელად სქაიბედ სქარი, კრიუგერის ნაციონალური პარკის მეფე იყო. მას შემდეგ წლები გავიდა, დიდებულმა მტაცებელმა ძალაუფლება დაკარგა და 6 წლის წინ პრაიდისგან გარიყული დარჩა.

"64 წლის ფოტოგრაფი ლარი ენდონი პენელი კრიუგერის ნაციონალურ პარკში სეირნობდა, როდესაც საშინელი კადრების მომსწრე გახდა - მშიერი და გამოფიტული ლომი ძლივს გადაადგილდებოდა. ის ბუნებასთან პირისპირ იდგა, თუმცა, საკუთარი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა არ შეეძლო", - წერს გამოცემა "Mirror"-ი.

მტაცებლისთვის ნადავლის მოძიება რთული იყო. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა, ყოველდღე იფიტებოდა და მისი თვალები ქრებოდა. ლარი პენელმა ის
ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იხილა - როდესაც დიდებული ცხოველისგან მხოლოდ ძვლებზე გადაკრული ტყავი დარჩა.

Zooclub

ცხოველთა მეფე იძულებული
გახდა სპილოს გამოჩენისას გაქცეულიყო, მას სუნთქვა უჭირდა და თითოეული ნაბიჯი ტკივილს გვრიდა.

Zooclub

"მე გადამიღია სხვადასხვა კადრი: ავარიები, ბუნებრივი კატასტროფები... მაგრამ, რატომღაც მომაკვდავი ლომის კადრებმა ყველაზე დიდი სულიერი ტკივილი მომაყენა. ველური ბუნების ნამდვილი ცხოვრების მოწმე გავხდი. სიცოცხლე და სიკვდილი ერთ გამოხედვაში", - ამბობს ფოტოგრაფი.

ლარი ენტონი მომაკვდავი მტაცებლისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდა. ადამიანი და ლომი ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ. ამ გამოხედვას - "დახმარების თხოვნას"- ფოტოგრაფი არასოდეს დაივიწყებს. ლომი უძლური იყო, ნაბიჯს ვერ დგამდა.

Zooclub

"ერთ დღეს კლინიკაში მივაკითხე ბებიას, რომელიც კვდებოდა. ჩვენ ჩუმად ვიყავით და ორივემ ვიცოდით, რომ მისთვის ეს ბოლო წუთები იყო. ამიტომ, მე მასთან ერთად დავხუჭე თვალები. სწორედ ასე მოვიქეცი მომაკვდავი ლომის სიახლოვეს ყოფნის დროს. მე მასთან ვიყავი ბოლომდე, რათა ცოდნოდა, რომ მარტოობაში არ მოკვდებოდა", - წერს ლარი.

Zooclub

ფოტოების გადაღებიდან რამდენიმე წუთში ლომი მოკვდა. ფოტოგრაფის თქმით, ამ დროს მის სულში სიცარიელემ დაისადგურა - "მეფე მოკვდა!"

ასევე იხილეთ:

ფოტოგრაფმა გადაიღო მომაკვდავი კენგურუ, რომელსაც მეწყვილე და შვილი გვერდიდან არ შორდებოდნენ

უკანასკნელ გზაზე მიმავალ მომაკვდავ კატას, პატრონის ხელისთვის თათი არ გაუშვია

59 წლის მომაკვდავი შიმპანზე საკვების მიღებაზე უარს ამბობდა, სანამ მასთან გამოსამშვიდობებლად ძველი მეგობარი არ მივიდა
burnuta
პური გადაეგდოო ? DDDDDDDDD მოხუცებულთა თავშესაფარშიც ხომ არ გადაეყვანა ? DDDDDDD ბუნების წესებში ნუ ჩავერევით. მხოლოდ დავაკვირდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ.
A kido
Amden filosofosobas,an puri gadaegdo,an raime sachmlis magvari.fotografia tu sadisti.
დალი
სხვებს,რომ ჭამდა ეგ ახვარი??
temida
მერე აჭამეთ რამე....
sofo
და მაინც , ასეთი გამოფიტული, მომაკვდავი, მეფური გამოხედვით იყო, სევდიანი, უძლური მაგრამ , მეფური გამოხედვით!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?